NBA. მატჩები: გამთამაშებელი ლებრონ ჯეიმსი [VIDEO]

AutoSharing Option
25 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

ლებრონ ჯეიმსის ლიდერობით "კავალიერსმა" შინ "ჩიკაგოს" სძლია. კლივლენდელთა ვარსკვლავმა მატჩი გამთამაშებლის პოზიციაზე დაიწყო და საბოლოო ჯამში 34 ქულა, 13 და 2 მოხსნა მიითვალა.

ორმაგი დუბლი გაიფორმა ასევე კევინ ლავმა, რომელმაც 20 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

"ბოსტონმა" საკუთარ მოედანზე "ნიუ იორკი" დაამარცხა. ბოსტონელთა ტრიომ - ჯეილინ ბრაუნმა (23), ჯეისონ ტატუმმა (22) და კაირი ირვინგმა (20) საერთო ჯამში 65 ქულა ჩააგდეს.

"კლიპერსმა" "იუტას" მოუგო და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ლოსანჯელესელებს სამი მატჩიდან 3 მოგება
აქვთ. "კლიპერსს" "იუტასთან" კვლავ ბლეიქ გრიფინმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 22 ქულა ჩააგდო, რასაც 6 პასი და 9 მოხსნა მიამატა.

სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-ჩიკაგო 119-112 (იხილეთ ვიდეო)
ორლანდო-ბრუკლინი 125:121
ბოსტონი-ნიუ იორკი 110:89 (იხილეთ ვიდეო)
მინესოტა-ინდიანა 107:130
პორტლენდი-ნიუ ორლეანი 103:93
კლიპერსი-იუტა 102:84 (იხილეთ ვიდეო)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული