დარკო მილიჩიჩმა საკუთარ ფარში ჩააგდო

AutoSharing Option
"მინესოტა ტიმბერვულვსის" ცენტრმა დარკო მილიჩიჩმა ბურთი შემთხვევით საკუთარი გუნდის ფარში ჩააგდო, "ვაშინგტონ ვიზარდთან" მატჩში სადავო ბურთის მოგებისას. პირველი მეოთხედის შუაგულში მსაჯმა "მინესოტას" საჯარიმოს ხაზთან სადავო ბურთი დანიშნა, მილიჩიჩმა ბურთი მოიგო, უკან გადააგდო და ფარში მოათავსა.

ორი ქულა "ვაშინგტონის" ფორვარდ ელა ტორნტონს ჩაეთვალა, რომელიც მილიჩიჩს სადავო ბურთისთვის ებრძოდა.

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩი "მინესოტა-ვაშინგტონი" 14 იანვრის ღამეს მინეაპოლისში შედგა და "ტიმბერვულვსის" გამარჯვებით 109:97 დასრულდა. მილიჩიჩმა 33 წუთზე მეტი ითამაშა და 14 ქულა მოაგროვა.


მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული