ათამაშდა ჯეფ ტიგი, რომელსაც თავიდან ტყორცნა არ წაუვიდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში გამთამაშებელი ზუსტად აკონტროლებდა თავისი გუნდის შეტევას. გარდა ამისა, სწორედ მან ჩააგდო მნიშვნელოვანი სამქულიანი სირენამდე წუთნახევრით ადრე, რის შემდეგაც "ჰოქსის" უპირატესობა შვიდ ქულამდე გაიზარდა.
ტიგმა და დენის შრიოდერმა ჯამში 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს. გარდა ამისა, გამოჯანმრთელებული პოლ მილსეპის ანგარიშზე 6 შედეგიანი პასი მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ბუდენჰოლცერის
პირველ მეოთხედში მასპინძლებმა სამწამიანიდან მხოლოდ ორი ქულა დააგროვეს, სტუმრებმა - 18. "ჰოქსი" შესანიშნავად ათამაშებდა ბურთს და შეტევაში, ფაქტობრივად, ყველა მოთამაშე იყო ჩართული. საბოლოოდ - საწყის მეოთხედში რეალიზაციის 59 პროცენტი და 10 შედეგიანი გადაცემა. "ვაშინგტონი" დროის ამ მონაკვეთში განადგურებას ცხრიდან ექვსი სამქულიანის ჩაგდებამ გადაარჩინა.
"ატლანტამ" თამაშიდან ანალოგიური სიზუსტე აჩვენა მეორე მეოთხედშიც, თუმცა, ამჯერად, უფრო მრავალფეროვნად მოქმედებდა შეტევაში. სტუმრებმა სამქულიანების შესრულებაც სცადეს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ თამაშის ტემპი არ ვარდებოდა და "ჰოქსის" ანგარიშზე ისევ 10 შედეგიანი პასი იყო. მეოთხედის შუაში სტუმრებმა 12:4 გაქცევა მოაწყვეს და მატჩში ყველაზე დიდი - 14-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს.
დიდი შესვენების შემდეგ მკვეთრად შემცირდა რეალიზაციის პროცენტი. ვერც ერთმა გუნდმა ვერ გადალახა 40-პროცენტიანი ნიშნული. თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ "ვაშინგტონმა" თამაშში გარდატეხის შეტანის შანსი მიიღო - მეორე ტაიმი გუნდმა 9:0 გაქცევით დაიწყო, მაგრამ ჯეფ ტიგმა და პერო ანტიჩმა რამდენიმე წუთში დაუბრუნეს თავიანთ გუნდს კომფორტული 8-10-ქულიანი უპირატესობა, რომელიც მეოთხედის ბოლომდე შენარჩუნდა.
პოლ პირსი აგრძელებდა თითქმის იდეალური სიზუსტის ჩვენებას, მაგრამ მესამე მეოთხედში მიზანი გაუფუჭდათ რამონ სეშენსსა და ბრედლი ბილს - 3/12. თუ ბილმა ბოლო 12-წუთეულში შეძლო რეაბილიტაცია და 13 ქულა დააგროვა, სეშენსმა აშკარად წააგო დუელი ტიგთან. ამ უკანასკნელმა ბოლო მეოთხედში 10 ქულა მიითვალა.
დედაქალაქურმა კლუბმა მაინც მოახერხა მეტოქესთან ჯერ ოთხ და შემდეგ სამ ქულამდე მიახლოება, მაგრამ პირველ ჯერზე დარბაზი ტიგმა დააწყნარა ზუსტი სამქულიანით, სულ ბოლოს კი პირსს შეეძლო, ზედიზედ მეორე მატჩში გამხდარიყო გმირი, მაგრამ იოლი სამქულიანი ააცილა მიზანს. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და მეხუთე შეხვედრა ატლანტაში გაიმართება.
ვაშინგტონი-ატლანტა 101:106
26:29, 29:36, 20:20, 26:21
ვ: ბილი (34+6 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), პირსი (22+5 მოხსნა+3 დაფარება), სეშენსი (13+5 პასი), ნენე (12+7 მოხსნა), ბაინუმი (10).
ა: ტიგი (26+8 პასი), მილსეპი (19+6 პასი), ჰორფორდი (18+10 მოხსნა), შრიოდერი (14+8 პასი).
სერია: 2-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"