NBA: "პელიკანები" უმწვრთნელოდ დარჩნენ

AutoSharing Option
"ნიუ ორლეან პელიკანსის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა მონტი უილიამსი. ეს სპეციალისტი გუნდს 2010 წლის ივნისიდან ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით, "პელიკანსი" ორჯერ მოხვდა პლეი ოფში, მაგრამ ორივეჯერ პირველ წრეში დამარცხდა.

"მადლობა გადავუხადეთ მონტის უდიდესი სამუშაოსთვის, ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელების, კერძოდ, ენტონი დევისის აღზრდისთვის. ამავდროულად, ვაგრძელებთ მუშაობას გუნდის შემადგენლობის გასაძლიერებლად და გადავწყვიტეთ, რომ ახლა საუკეთესო დროა გარდაქმნებისთვის", - განაცხადა "ნიუ ორლეანის" ვიცე-პრეზიდენტმა მიკი ლუმისმა.

მონტი უილიამსმა "პელიკანსის" მთავარი მწვრთნელის რანგში ხუთ სეზონში 173 მატჩი მოიგო და 221-ჯერ დამარცხდა. პლეი ოფში გუნდმა
ათიდან მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო.

"ნიუ ორლეანის" ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო უილიამსის შემცვლელის ძებნა. ამ მხრივ, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა CBS-მა. არ არის გამორიცხული, მომავალი სეზონიდან "პელიკანებს" სათავეში ჩაუდგეს "ჩიკაგოს" ამჟამინდელი დამრიგებელი ტიმ ტიბოდო. ამ სპეციალისტს "ხარების" ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს, რაც დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული