"ფინიქს სანზი" საბოლოოდ მოელაპარკა "ტორონტო რეპტორზს" ჰედო თურქოგლუს ტრანსფერის თაობაზე. კლუბებმა ტრეიდი განახორციელეს, რომლის მიხედვითაც თურქი ფორვარდი "სანზის" შემადგენლობაში ჩაირიცხება, მის ნაცვლად კი კანადური კლუბი მცველ ლეანდრო ბარბოზასა და ფორვარდ დუიენ ჯონსს მიიღებს. შეთანხმება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ყველა მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
"ჰედო უნივერსალური მოთამაშეა, რომელიც შესანიშნავად შეერწყმება ჩვენს სისტემას. ის ვირტუოზულად ფლობს ბურთს და სამი სხვადასხვა პოზიციაზე თამაშისას ძალიან სასარგებლო იქნება პარტნიორებისთვის. ახალი გუნდის მშენებლობისთვის ასეთი მოთამაშე ძალიან გვჭირდებოდა", - განაცხადა "ფინიქსის" მთავარმა მწვრთნელმა ელვინ ჯენტრიმ.
"სანზის"
ჩილდრესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
"შარლოტ ბობკეტსმა" გამთამაშებელი შონ ლივინგსტონი გაიფორმა. ორწლიანი კონტრაქტის თანახმად, კალათბურთელი ჯამში 7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
2007 წელს "ლოს ანჯელეს კლიპერსში" თამაშისას ლივინგსტონმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა შეძლო ლიგაში დაბრუნება და გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი "ვაშინტგონში" გაატარა.
მცველი რაჯა ბელი, რომელსაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გადასვლას უწინასწარმეტყვლებდნენ, "იუტა ჯაზში" გააგრძელებს კარიერას. კონტრაქტი სამწლიანია და ბელი ჯამში 10 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
"ჯაზმენების" ახალწვეული მაინც ვერ შეხვდა კობი ბრაიანტს, რომელსაც რაჯა "ლეიკერსში" გადასვლაზე უნდა დაეყოლიებინა. გარდა ამისა, ბელს" "ჩიკაგო" იწვევდა და ორ სეზონში 8 მილიონს სთავაზობდა, მაგრამ მეორე წელს თანხის გადახდა იმაზე იყო დამოკიდებული, შეძლებდა თუ არა ბელი სეზონში 60 მატჩის ჩატარებას.
"მილუოკი ბაქსის" აწ უკვე ყოფილი მცველი ლუკ რიდნური "მინესოტა ტიმბერვულვზში" გადავიდა. კალათბურთელის აგენტმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტი მომავალ 4 სეზონს "მგლების" რიგებში გაატარებს და ამის სანაცვლოდ 16 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
შარშან "მილუოკიში" თამაშისას რიდნურმა ხელფასის სახით 6.5 მილიონი დოლარი მიიღო.