ბატუმი 2014-15 წლების სეზონში "ბლეიზერსის" მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იყო. ის საშუალოდ მატჩში 9.4 ქულას, 5.9 მოხსნასა და 4.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ჰენდერსონის საშუალო მაჩვენებლები გასულ რეგულარულში - 12.1 ქულა და 3.4 მოხსნა იყო, 2014 წლის დრაფტის მეცხრე ნომერმა ვონლემ თავის სადებიუტო სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 3.3 ქულა და
ლავი "კლივლენდისგან" თავისუფალია
ფორვარდმა კევინ ლავმა გადაწყვიტა ესარგებლა საკუთარ კონტრაქტში არსებული პუნქტით და არ გააგრძელა ხელშეკრულება "კლივლენდთან".უფრო ადრე "კავალიერზის" გენერალური მენეჯერმა დევიდ გრიფინმა განაცხადა, რომ ელოდება ლავისა და ლებრონ ჯეიმსის თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას, რათა შემდეგ "კლივლენდთან" ახალი კონტრაქტები გააფორმონ.
აპრილში ლავმა "ბოსტონთან" პლეი ოფის პირველი რაუნდის მეოთხე მატჩში მიიღო ტრავმა, როცა მეტოქის ცენტრთან კელი ოლინიკთან ბრძოლაში მხარი ამოიგდო. შემდეგ ფორვარდმა ოპერაცია გაიკეთა და ცხადი გახდა, რომ სეზონის გამოტოვება მოუწევდა.
წყაროს ცნობით, "ლეიკერსი" და "სელტიქსი" მზად არიან ლავს კონტრაქტი შესთავაზონ.
"კლივლენდის" რიგებში რეგულარული ჩემპიონატის 75 მატჩში ლავმა საშუალოდ 16.4 ქულა და 9.7 მოხსნა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"