"საღამოზე, რომელიც ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მიეძღვნა, ანდრეს მივულოცე, აღვნიშნე მის მიერ გაწეული სამსახური და თან გავაფრთხილე, რომ მომავალ სეზონშიც სათადარიგოთა სკამიდან შევა თამაშებში. რეზერვისტ იგუოდალასთან ერთად, რეგულარულ ჩემპიონატში 67 მატჩი მოვიგეთ. მომავალ სეზონში არაფერი შეიცვლება, რადგან ყველა წამყვანი მოთამაშე შევინარჩუნეთ", - ამბობს ჩემპიონების მწვრთნელი.
აღვნიშნავთ, რომ იგუოდალა NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც ფინალის MVP-ის პრიზი
- "სან ანტონიო სპურსმა" ვეტერანის მინიმალური ორწლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა მძიმე ფორვარდთან, დევიდ უესტთან.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე უესტმა უარი თქვა "ინდიანა პეისერსთან" კონტრაქტის ბოლო წელზე, რაც მას 12.6 მილიონ დოლარს მოუტანდა, რადგან კალათბურთელს საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდში გადასვლა სურდა.
- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ხელმძღვანელობა კონტრაქტზე მოელაპარაკა თავისუფალ აგენტ ჯოშ სმიტს. ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა ხელშეკრულების დეტალები.
გასულ სეზონში სმიტი "ჰიუსტონის" შემადგენლობაში თამაშობდა და რეგულარულ ჩემპიონატში მისი სტატისტიკა 12.4 ქულასა და 6.4 მოხსნას უდრიდა. პლეი ოფში ის "როკეტსთან" ერთად დასავლეთ კონფერენციის ფინალამდე მივიდა და გუნდს 13.5 ქულითა და 5.6 მოხსნით ეხმარებოდა.
- ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ და მოთამაშეთა პროფკავშირებმა დაასახელეს გუნდების შემადგენლობები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ NBA-ს ისტორიაში აფრიკის კონტინენტზე პირველ მატჩში. თამაში პირველ აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში შედგება და მასში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან აფრიკისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები.
აფრიკის გუნდში მოხვდნენ: ლუოლ დენგი ("მაიამი"), ალ-ფარუკ ამინუ ("პორტლენდი"), იანის ანტენტოკუნმპო ("მილუოკი"), ნიკოლა ბატუმი ("შარლოტი"), ბისმაკ ბიიომბო ("ტორონტო"), ბორის დიაო ("სან ანტონიო"), გორგი დიენგი ("მინესოტა"), ფესტუს ეზელი ("გოლდენ სტეიტი"), სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა-სიტი") და ლუკ მბა ა მუტე ("საკრამენტო"). ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება გრეგ პოპოვიჩი.
დანარჩენ მსოფლიოს წარმოადგენენ: კრის პოლი ("კლიპერსი"), ბრედლი ბილი ("ვაშინგტონი"), კენეტ ფარიდი ("დენვერი"), მარკ გასოლი ("მემფისი"), ჯეფ გრინი ("მემფისი"), პაუ გასოლი ("ჩიკაგო"), მარკუს სმარტი ("ბოსტონი"), ევან ტერნერი ("ბოსტონი"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო"). გუნდს გაწვრთნის "ბრუკლინის" დამრიგებელი ლაიონელ ჰოლინზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"