ტაი ლოუსონი "რაკეტებში" გადავიდა

AutoSharing Option
საინტერესო გაცვლა განხორციელდა გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. მართალია, "დენვერ ნაგეტსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ მელოუნმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამთამაშებელი ტაი ლოუსონი გუნდს არ დატოვებდა, კლუბმა მაინც გადაწყვიტა პრობლემური კალათბურთელის გაცვლა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლოუსონი წელს უკვე მეორედ დააპატიმრეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო და სასამართლომ ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე ერთი თვე იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა.

"დენვერს" ორ გუნდთან - "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" და "ჰიუსტონ როკეტსთან" გაცვლის ვარიანტები ჰქონდა. "ნაგეტსი" ტეხასელებთან წავიდა გარიგებაზე: "ჰიუსტონმა" ლოუსონის სანაცვლოდ დათმო მცველები პაბლო პრიჯიონი და ნიკ ჯონსონი,
ფორვარდი კოსტას პაპანიკოლაუ, ცენტრი ჯოი დორსი და 2016 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევანის უფლება.

ვარაუდობენ, რომ ერთი დღის განმავლობაში "ნაგეტსი" გაცვლის ან გააუქმებს კონტრაქტს პრიჯიონისთან. არგენტინელ ვეტერანზე უარის თქმით, დენვერელები დაახლოებით ორი მილიონი დოლარის დაზოგვას შეძლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული