NBA-ს ზაფხულის ლიგა: "სპურსი" ფინალში, MVP ანდერსონი

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ზაფხულის ლიგაში გასამართი დარჩა ფინალური მატჩი, თუმცა უკვე დასახელდნენ ლას ვეგასის ტურნირის ლაურეატები.

საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოიპოვა კაილ ანდერსონმა "სან ანტონიოდან". ფორვარდი, რომელიც გასული წლის დრაფტის პირველი რაუნდის ბოლოს აირჩია "სპურსმა", თავის გუნდს ექვსიდან ხუთი მატჩის მოგებაში დაეხმარა.

ანდერსონის საშუალო სტატისტიკა ზაფხულის ლიგაში 22.0 ქულა, 5.8 მოხსნა და 1.5 შედეგიანი პასი იყო.

ასევე, გამოქვეყნდა ზაფხულის ლიგის პირველი და მეორე სიმბოლური ნაკრები.

პირველი გუნდი: სეტ კარი ("ნიუ ორლეანი"), ნორმან პაუელი ("ტორონტო"), ტი ჯეი უორენი ("ფინიქსი"), დუგ მაკდერმოტი ("ჩიკაგო"),
კაილ ანდერსონი ("სან ანტონიო").

მეორე გუნდი: ლარი დრიუ ("ნიუ ორლეანი"), ემანუელ მუდიაი ("დენვერი"), დუაიტ პაუელი ("დალასი"), ნოა ვონლე ("პორტლენდი"), ალან უილიამსი ("ჰიუსტონი").

აღვნიშნავთ, რომ კაილ ანდერსონმა გასულ რეგულარულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა "სან ანტონიოს" შემადგენლობაში და საშუალოდ 2.2 ქულა და 2.2 მოხსნა დააგროვა. სეზონის ნაწილი ფორვარდმა D ლიგაში ჩაატარა და იქ "სან ანტონიოს" ფარმ-კლუბში, "ოსტინ სპურსში" თამაშობდა.

1/2-ფინალი
სან ანტონიო-ატლანტა 75:68

11:23, 16:16, 28:12, 20:17
ს-ა: ანდერსონი (22+8 მოხსნა), სიმონსი (19+8 მოხსნა), გრემი (12+5 მოხსნა), ედი (11+5 მოხსნა).
ა: პატერსონი (16+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), მუსკალა (13+8 მოხსნა), ბელასი (10).

ნიუ ორლეანი-ფინიქსი 87:93
26:15, 16:30, 28:24, 17:24
ნ-ო: დეჯანი-ჯონსი (25), კარი (21), ჯონსი (15), ბირჩი (8+10 მოხსნა+3 დაფარება).
ფ: ბუკერი (31+9 მოხსნა), ჰარელსონი (19+9 მოხსნა), ჯეიმსი (13+6 პასი), გუდვინი (12+6 პასი+4 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული