სანახაობრივ თამაშში, რომელშიც უხვად იყო ორივე მხრიდან შეცდომები, "სპურსმა" გამარჯვების მომტანი სპურტი მესამე მეოთხედის ბოლოს შეასრულა. "ფინიქსის" მცველებმა ზედიზედ სამჯერ დაკარგეს ბურთი შეტევის საწყის ფაზაში, რისი წყალობითაც "სან ანტონიომ" 8:0 გაქცევა მოახერხა. მეოთხე მეოთხედში "ფინიქსმა" ვეღარ შეძლო სიტუაციის გამოსწორება.
სან ანტონიო-ფინიქსი 90:93
17:23, 22:16, 26:20, 31:28
ს-ა: სიმონსი (23), გრემი (22+3 ჩაჭრა), ანდერსონი (15+7
ფ: ჯეიმსი (32+8 მოხსნა+4 პასი), უორენი (17+6 მოხსნა), გუდვინი (12+3 დაფარება), ბუკერი (10), ლენი (9+13 მოხსნა).
* * *
ამასობაში, "სან ანტონიო სპურსმა" საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ვეტერან მცველ მანუ ჯინობილისთან. კლუბის პოლიტიკის თანახმად, გარიგების დეტალები არ გახმაურებულა.
მომავალი სეზონი მე-14 იქნება არგენტინელისთვის "სან ანტონიოს" შემადგენლობაში. კარიერის განმავლობაში, ჯინობილიმ 865 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი საშუალო კარიერული სტატისტიკააა - 14.3 ქულა, 4.0 პასი, 3.8 მოხსნა და 1.39 ჩაჭრა.
არგენტინელი მცველი "სან ანტონიომ" 1999 წლის დრაფტზე საერთო 57-ე ნომრად აირჩია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"