სტივერნ კარი "უორიორზის" ერთგულია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორზის" ლიდერმა და გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ სტივენ კარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს "მეომრების" რიგების დატოვებას.

კარის მოქმედი კონტრაქტი "გოლდენ სტეიტთან" 2016-17 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში. გამთამაშებელი დარწმუნებულია, რომ მისი ფიქრები მხოლოდ ამჟამინდელ გუნდს უკავშირდება და კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტების განხილვას არ აპირებს.

"დავტოვებ თუ არა ოდესღაც "გოლდენ სტეიტს"? არ მგონია. იმედია, ყველაფერი კარგად აეწყობა და შევძლებ აქ კარიერის დასრულებას. ვგრძნობ, რომ წინ კიდევ ათი კარგი სეზონი მელოდება", - განაცხადა კარიმ The Score-თან კომენტარში.

სტივენ კარი 2009
წლიდან გამოდის "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში. მისი საშუალო კარიერული მონაგარია - 20.9 ქულა, 4.1 მოხსნა და 6.9 პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული