საბჭომ, რომლის შემადგენლობაში შედიან კლუბების მფლობელები, ანონიმური კენჭისყრით შეცვალა რეგულარული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ადგილების განაწილების ფორმატი. ახლა, მხედველობაში მიიღება მხოლოდ შედეგი - მოგება/წაგებების რაოდენობა და არა გამარჯვება დივიზიონში.
ძველი წესით, დივიზიონში პირველი ადგილი მის მფლობელს უნაღდებდა მინიმუმ მეოთხე ადგილს კონფერენციაში, რაც პლეი ოფის პირველ რაუნდში საშინაო მოედანის უპირატესობას იძლევა.
მაგალითად, "პორტლენდმა" 2014-15 წლების ჩემპიონატში მეექვსე შედეგი აჩვენა დასავლეთ კონფერენციაში, მაგრამ იმის გამო, რომ საკუთარი დივიზიონი მოიგო, მეოთხე ადგილიდან გადავიდა
ამიერიდან, გუნდები ცხრილში განაწილდებიან მოგებული მატჩების რაოდენობით. სუსტი შედეგის შემთხვევაში კი დივიზიონში გამარჯვება პლეი ოფში თამაშის გარანტიასაც არ იძლევა.
გარდა ამისა, ESPN იტყობინება, რომ კლუბების მფლობელებმა შეცვალეს ტაი-ბრეიკის წესი. ორ ან მეტ გუნდს შორის გამარჯვებების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, პრიორიტეტულ დამატებით მაჩვენებლად გამოცხადდა პირადი შეხვედრების ანგარიშები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"