"მინესოტამ" მწვრთნელი დაკარგა

AutoSharing Option
"მინესოტა ტიმბერვულვზის" მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი ფლიპ სონდერსი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ კლუბის "ტვიტერზე" დაიწერა.

რამდენიმე თვის წინ, სონდერსს კიბოს დაავადება - ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინეს. ამის გამო, ის დროებით ჩამოშორდა მთავარი მწვრთნელისა და პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას. თავდაპირველად, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ სონდერსის ორგანიზმი გაუმკლავდებოდა ავადმყოფობას.

თავად სპეციალისტიც აცხადებდა, რომ მალე შეუდგებოდა გუნდის გაწვრთნას ახალი სეზონისთვის, მაგრამ სექტემბერში, ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

ფლიპ სონდერსი "მინესოტას" გარდა, "დეტროიტ პისტონზსა" და "ვაშინგტონ უიზარდს" წვრთნიდა. მის ანგარიშზე მსოფლიოს
უძლიერეს ლიგაში ათასზე მეტი მატჩი მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული