NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარი ჯორდანის გვერდით

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ეს შესაძლებელი გახდა ბლეიკ გრიფინის ბრწყინვალე თამაშით - 37 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი. მის პარტნიორს დეანდრე ჯორდანს 15 ქულა და 18 მოხსნა ჰქონდა.

"საკრამენტოში" ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. "მეფეების" დაცვა შესუსტებული აღმოჩნდა იმის გამო, რომ ცენტრმა დემარკუს კაზინსმა აქილევსის მყესის დაზიანების გამო მხოლოდ 16 წუთი ითამაშა.

წუთნახევრით ადრე ჩამორჩენა შვიდქულიანი იყო, რის შემდეგაც, "კინგზმა" სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა. მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე 34 წამით ადრე, რუდი გეის სამქულიანმა მიზანს
არ მიაღწია.

* * *
რა თქმა უნდა, დღის გმირი აღმოჩნდა სტივენ კარი, რომელმაც მორიგი შოუ შემოგვთავაზა. "უორიორზის" ლიდერმა "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ 36 წუთი გაატარა მოედანზე და 53 ქულა დააგროვა. მან ახლო და საშუალო მანძილებიდან 13-დან 9 ტყორცნა მოათავსა კალათში, 14-დან 8 სამქულიანი გამოიყენა და 11-დან ყველა საჯარიმო ჩააგდო. აგრეთვე 9 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.

სეზონის პირველ სამ მატჩში კარის ანგარიშზე 118 ქულაა. ბოლოს ასეთი შედეგიანობა 1990-91 წლების სეზონში მაიკლ ჯორდანს ჰქონდა.

ციფრები
- სტივენ კარი გახდა მეხუთე კალათბურთელი ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 53 ქულა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა. მცველი ისეთი მოთამაშეების გვერდით დადგა, როგორებიც არიან - მაიკლ ჯორდანი, მაიკლ ადამსი, ტონი პარკერი და ლებრონ ჯეიმსი.

- "ინდიანასა" და "იუტას" მატჩში მონაწილეობა მიიღო ექვსმა მოთამაშემ არაამერიკული პასპორტით. ეს მეორე მაჩვენებელია ლიგაში.

- "მემფისის" ყველა დროის მესამე ბომბარდირი გახდა მაიკლ კონლი (7801 ქულა). მან გაუსწრო შარიფ აბდურ-რაჰიმს. კონლიზე წინ არიან მხოლოდ პაუ გასოლი (8966) და რუდი გეი (8562).

- კარიერაში 444-ე ორმაგი დუბლი შეასრულა "მემფისის" ცენტრმა ზაკ რენდოლფმა. "ბრუკლინის" წინააღმდეგ მან 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

31 ოქტომბერი
ინდიანა-იუტა 76:97
29:23, 20:19, 12:28, 15:27
ი: ჰილი (17), ჯორჯი (16), ელისი (12).
ი: ფეივორსი (18), ჰუდი (17), ბერკი (15), გობერი (9+17 მოხსნა).

ვაშინგტონი-ნიუ იორკი 110:117
29:29, 27:30, 34:28, 20:30
ვ: ბილი (26), უოლი (25), პორტერი (16).
ნ-ი: ენტონი (37), ჰელოუეი (14), ტომასი (12).

ნიუ ორლეანი-გ. სტეიტი 120:134
28:31, 37:33, 26:41, 29:29
ნ-ო: დევისი (26+15 მოხსნა), ჰოლიდეი (22), ანდერსონი (19).
გ-ს: კარი (53), გრინი (21), ბარნსი (11).

მემფისი-ბრუკლინი 101:91
31:26, 25:19, 23:24, 22:22
მ: კონლი (22), რენდოლფი (15+13 მოხსნა), ლი (15).
ბ: ბოგდანოვიჩი (19), ჯეკი (15), ლოპესი (12+10 მოხსნა).

პორტლენდი-ფინიქსი 90:101
23:27, 25:29, 23:18, 19:27
პ: ლილარდი (23), ამინუ (16), მაკალუმი (15).
ფ: ბლედსოუ (33), ნაითი (27), მორისი (15).

კლიპერსი-საკრამენტო 114:109
24:31, 35:24, 24:24, 31:30
კ: გრიფინი (37), რედიკი (23), პოლი (17+11 პასი), ჯორდანი (15+18 მოხსნა), კოუფორდი (10)
ს: რონდო (21), გეი (20), კოლისონი (15), კაზინსი (13), ბელინელი (11), კასპი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტივენ კარი :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ერთხელ მაინც მიადევნეთ თვალი ამერიკელი კომენტატორების წაყვანილ თამაშს და იქნებ გაიგოთ რა ჰქვია მასტს.
odala
08:47 02-11-2015
0

სიახლეები პოპულარული