NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბალიშის სროლა არ შეიძლება

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მოთამაშე ოსტინ რივერსი ფულადი ჯარიმით დასაჯა. მცველმა სავარძელზე დასაფენი ბალიში გულშემატკივარს ესროლა.

ინციდენტი "კლიპერსისა" და "საკრამენტოს" მატჩის დროს მოხდა. ამ საქციელისთვის კალათბურთელი 25 ათას დოლარს გადაიხდის, - იტყობინება ESPN.

მეოთხე მეოთხედის დროს, ერთ-ერთი ტაიმ-აუტისას, რივერსმა ბალიში აიღო და მისი სათადარიგოთა სკამზე სროლა გადაწყვიტა. მაგრამ მოთამაშის სიტყვებით, ბალიში ძალიან მჩატე აღმოჩნდა და ტრიბუნებისკენ გაფრინდა, რის შემდეგაც მეორე რიგში მჯდომ ქალბატონს სახეში მოხვდა.

მატჩის შემდეგ, გამთამაშებელმა დაზარალებული გულშემატკივარი "კლიპერსის" გასახდელში დაპატიჟა და იქ ინციდენტის გამო ბოდიში
მოუხადა, ბოლოს კი მსხვერპლთან ფოტოც გადაიღო.

შეხვედრა "კლიპერსის" გამარჯვებით დასრულდა - 111:104.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული