NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარი გაუმჯობესებული აივერსონია

AutoSharing Option
გუშინდელი დღის ყველაზე დაძაბულ შეხვედრაში "შარლოტი" და "ნიუ იორკი" შეხვდნენ ერთმანეთს. ბოლო წამებზე მასპინძელმა კოდი ზელერმა ბაზერ-ბიტერი ჩააგდო და "ჰორნეტს" გამარჯვება მოუტანა.

თუმცა ეს მოგება შეიძლებოდა არ ყოფილიყო ნიუიორკელი კრისტაპს პორზინგისის გამო. ლატვიელმა სამქულიანით უპასუხა ზელერის ტყორცნას, რითაც აღრთოვანებაში მოიყვანა მთელი "ნიქსი" და თავად კარმელო ენტონი, მაგრამ მომენტის შემოწმების შემდეგ, მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ დებიუტანტმა მეათედი წამით დააგვიანა სროლა. ასე რომ, მატჩის გმირი ზელერი გახდა.

* * *
"პოტლენდის" ექს-ლიდერი ლამარკუს ოლდრიჯი პირველად დაბრუნდა თავის ყოფილ საშინაო არენაზე "სან ანტონიოში" გადასვლის
შემდეგ. გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა მადლობა გადაუხადა ფორვარდს "ბლეიზერსში" გატარებული ათი წლის გამო, ამ თბილ მიღებაზე ოლდრიჯის პასუხი კი 23 ქულა იყო ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ. "სპურსმა" ზედიზედ მესამე და სეზონში მეექვსე გამარჯვება იზეიმა.

* * *
"გოლდენ სტეიტი" კვლავაც რჩება ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად. "მეომრებმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვეს. ასე კარგად მათ რეგულარული ჩემპიონატი 55 წელია არ დაუწყიათ, როცა გუნდი ჯერ კიდევ ფილადელფიაში ბაზირებდა.

"ჩემი აზრით, კარი - ეს არის ალენ აივერსონი კარგი შორეული ტყორცნით. აივერსონი ბოლო "დაბალი" დომინანტი კალათბურთელი იყო ლიგაში. აღფრთოვანებული ვარ. მომწონს მასზე დაკვირვება. კარი ისე თამაშობს, თითქოს კიდევ აქვს რაღაც დასამტკიცებელი - მთელი ეს საუბრები შარშან შემთხვევით ჩემპიონობასა და MVP-ის დაუმსახურებელ ტიტულზე. მაგრამ ცხადია, რომ დღეს სწორედ ის არის ლიგის საუკეთესო მოთამაშე", - ასე შეაფასა "გოლდენ სტეიტის" ლიდერის სტივენ კარის თამაში ლეგენდარული შაკილ ო'ნილმა.

* * *
14 ქულის, 15 შედეგიანი გადაცემისა და 11 მოხსნის შეგროვებით, "საკრამენტოს" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა ახალ სეზონში. ექს-ბოსტონელმა "დეტროიტთან" მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი. "კინგზმა" ამ მოგებით ექვსმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

წინა სამმაგი დუბლი რონდოს გასულ კვირას, "გოლდენ სტეიტთან" მატჩში ჰქონდა, როცა 14 ქულას, 15 პასსა და 12 მოხსნას მოუყარა თავი.

გარდა ამისა, გუშინ, რონდო საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა - ბოლო ორ შეხვედრაში მან 48 წუთი შეუცვლელად ითამაშა. ბოლო მოთამაშე, რომელსაც მიჯრით ორ მატჩში არ დაუტოვებია მოედანი, მონტა ელისი იყო 2010 წელს.

ციფრები
- მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" მატჩში "დალასის" 37 წლის ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ. ამიერიდან, გერმანელი ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა მინიმუმ 30 ქულითა და 10 მოხსნით, ამასთან, ხუთი სამქულიანი მოათავსა კალათში.

გარდა ამისა, ნოვიცკიმ კარიერაში 10 111 მოხსნა დააგროვა, რითაც შონ მერიონს გაუსწრო და ისტორიულ ცხრილში მე-15 ადგილზე გადაინაცვლა.

- იმავე "დალასისა" და "კლიპერსის" მატჩში, კალიფორნიული კლუბის გამთამაშებელმა კრის პოლმა პროფესიულ კარიერაში 7000 შედეგიანი გადაცემის ზღვარს მიაღწია. ის გახდა მე-15 კალათბურთელი ისტორიაში, ვინც ამგვარი მიღწევით დაიკვეხნის.

7 ათასი შედეგიანი გადაცემა კრისმა 706 შეხვედრაში დააგროვა, რაც მეოთხე შედეგია ისტორიაში ჯონ სტოქტონის (625 მატჩი), მეჯიქ ჯონსონისა (637) და ოსკარ რობერტსონის (667) შემდეგ.

- ამა წლის 27 მარტიდან მოყოლებული, "ფილადელფიამ" ზედიზედ მე-18 მატჩი წააგო.

- 14 721 მოხსნა შეასრულა კარიერაში ტიმ დანკანმა. ამის მან რობერტ პერიშს გაუსწრო და ყველა დროის სიაში მეშვიდე ადგილზე გადავიდა.

შარლოტი-ნიუ იორკი 95:93
18:27, 31:20, 20:32, 26:14
შ: ბატუმი (24), ლინი (17), ლემბი (14), ზელერი (12).
ნ-ი: ენტონი (29), კალდერონი (13), აფლალო (12), პორზინგისი (10+15 მოხსნა).

ორლანდო-ლეიკერსი 101:99
26:25, 22:20, 26:25, 27:29
ო: ნაპიერი (22), ვუჩევიჩი (18), ფურნიე (16+6 პასი), ფრაი (14), ჰარისი (11+11 მოხსნა), პეიტონი (2+10 მოხსნა+8 პასი).
ლ: ჰიბერტი (15), რასელი (14), უილიამსი (13), ნენსი (13), რენდლი (12+8 მოხსნა), იანგი (10).

ფილადელფია-ტორონტო 103:119
34:29, 23:34, 20:33, 26:23
ფ: ოკაფორი (26+7 მოხსნა+4 დაფარება), ტომპსონი (19), კენანი (18),გრანტი (12+10 მოხსნა), მაკონელი (2+13 პასი).
ტ: ლოური (23+8 პასი), სკოლა (21), ჯოზეფი (15), დეროზანი (14), ვალანჩუნასი (11+12 მოხსნა), ბიიომბო (10+10 მოხსნა).

ბოსტონი-ინდიანა 91:102
23:31, 26:20, 25:30, 17:21
ბ: ტერნერი (20), ტომასი (14), ლი (13),სალინჯერი (11+11 მოხსნა).
ი: ჯორჯი (26+10 მოხსნა), მაილზი (17), ელისი (13+6 პასი), ჯორდან ჰილი (12+8 მოხსნა), მაინმი (11), ბადინგერი (10).

ატლანტა-ნიუ ორლეანი 106:98
24:26, 23:30, 29:19, 30:23
ა: ჰორფორდი (26+8 მოხსნა), მილსეპი (19+16 მოხსნა), ტიგი (14+10 პასი), შრიოდერი (12),ბეიზმორი (10).
ნ-ო: გორდონი (26), სმიტი (18+10 პასი), ანდერსონი (17+11 მოხსნა), დაგლასი (12).

დალასი-კლიპერსი 118:108
27:35, 26:19, 31:24, 34:30
დ: ნოვიცკი (31+11 მოხსნა), მეტიუზი (25), უილიამსი (13+6 პასი), ფელტონი (13), ფაჩულია (10+10 მოხსნა).
კ: გრიფინი (21+9 მოხსნა), რივერსი (16), კროუფორდი (11), პოლი (11+11 პასი), რედიკი (10), პირსი (10+7 მოხსნა), ჯორდანი (9+11 მოხსნა).

ჰიუსტონი-ბრუკლინი 98:106
28:22, 21:33, 34:24, 15:27
ჰ: ჰარდენი (23+9 მოხსნა+6 პასი), ტორნტონი (21+7 პასი), ჰოვარდი (20+17 მოხსნა+5 დაფარება), არიზა (11).
ბ: ბოგდანოვიჩი (22+9 მოხსნა), ჯონსონი (16+7 მოხსნა+10 პასი), ლარკინი (15+8 მოხსნა),ლოპესი (14+12 მოხსნა+5 დაფარება), იანგი (13).

მემფისი-გ. სტეიტი 84:100
15:26, 26:21, 22:27, 21:26
მ: მარკ გასოლი (26+7 მოხსნა), რენდოლფი (19+7 მოხსნა), ალენი (15).
გ-ს: კარი (28+5 ჩაჭრა), იგოდალა (20), ბარნსი (19).

დენვერი-მილუოკი 103:102
25:32, 28:32, 34:16, 16:22
დ: გალინარი (25+7 მოხსნა), ფარიდი (19+9 მოხსნა), მუდიაი (16+11 პასი), ჰიქსონი (12).
მ: ბეილესი (22), მონრო (18+10 მოხსნა), ვასკესი (15+9 პასი), მიდლტონი (13), ანტენტოკუნმპო (12+7 მოხსნა), ო’ბრაიანტი (11+9 მოხსნა).

საკრამენტო-დეტროიტი 101:92
36:23, 25:26, 25:21, 15:22
ს: კაზინსი (33+9 მოხსნა), გეი (25), რონდო (14+11 მოხსნა+15 პასი), კასპი (9+11 მოხსნა).
დ: ჯექსონი (16), მორისი (16+9 მოხსნა+5 ჩაჭრა), კოლდუელ-პოუპი (15), დრამონდი (14+17 მოხსნა).

პორტლენდი-სან ანტონიო 101:113
24:28, 22:30, 29:23, 26:32
პ: ლილარდი (22+9 პასი), მაკალუმი (21), ამინუ (11), ჰენდერსონი (12), დევისი (11).
ს-ა: ოლდრიჯი (23), ლეონარდი (20+7 მოხსნა), ჯინობილი (14), დანკანი (12), პარკერი (11), გრინი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული