დურანტის რეკორდები

AutoSharing Option

გუშინ NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში 10 მატჩი გაიმართა და მათგან ერთი გამორჩეული იყო თავისი სცენარითა და დაძაბულობით, აგრეთვე იმითაც, რომ დღის გმირი სწორედ ამ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას.

 

"ოკლაჰომა" "მინესოტასთან" მატჩს ბოლო ოთხ მატჩში სამი წაგებით შეხვდა და მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული ამ სერიის შეწყვეტისთვის. თუმცა "მგლებს" მოგება არანაკლებ სჭირდებოდათ - მათი "შავი" სერია გაცილებით დამთრგუნველად გამოიყურებოდა - ბოლო 10 მატჩში ერთი მოგება. გუნდს ვერ შველის ლიგის საუკეთესო მომხსნელი კევინ ლავი, მაიკლ ბიზლის პროგრესი და ძლიერი წინა ხაზი. ყველა უბედურების სათავე დაცვაში ცუდი თამაშია.

"ჰიუსტონთან" წინა საშინაო მატჩში "მინესოტამ" 125 ქულა დააგროვა და მაინც დამარცხდა.

მინეაპოლისელი გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, გუშინაც იგივე მოხდა. მათმა საყვარელმა გუნდმა დრამატულ ფინალში ისევ დამარცხებულმა დატოვა მოედანი. ლავმა და ბიზლიმ 44 წუთი ითამაშეს და ბრწყინვალე სტატისტიკას მოუყარეს თავი: 61 ქულა, 30 მოხსნა, 9 პასი და ორი დაფარება. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასეთი თამაშის პირობებშიც შესაძლებელი ყოფილა წაგება.

 

თავიდან მასპინძლებმა ხელიდან გაუშვეს მატჩის ძირითად დროში მოგების შანსი - ლავმა ბოლო წამზე შემობრუნებით ვერ ჩააგდო. დამატებით დროში კი "მგლებისთვის" ყველაფერი მინი-ტრაგედიით დასრულდა. საფინალო სირენამდე 28 წამით ადრე კევინ დურანტმა ორი ქულით დააწინაურა თავისი გუნდი. ამას მოჰყვა ბიზლის არაზუსტი საპასუხო სროლა, მაგრამ მოხსნა ლავმა მოიგო, რომელიც დაეცა და ზურგი დაიზიანა, თუმცა მის მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია - ბურთი მასპინძლებს დარჩათ, კორი ბრიუერმა კი ჯარიმების შესრულების უფლება მიიღო. პირველი ჩააგდო, მეორე - ააცილა, მაგრამ ბურთი ისევ "მგლებს" მიუვიდათ. რჩებოდა კიდევ ექვსი წამი, ოღონდ იმის ნაცვლად, რომ ტაიმ-აუტი აეღოთ და ბოლო კომბინაცია დაეგეგმათ, გამთამაშებელმა ლუკ რიდნურმა მოუმზადებელი სამქულიანის ტყორცნა გადაწყვიტა, თანაც ორი მცველის გარემოცვაში იმყოფებოდა.

დღის გმირი კი "ოკლაჰომას" ბრწყინვალე ფორვარდი კევინ დურანტი გახდა. ჯერ ერთი, მან გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო. გარდა ამისა, 18 მოხსნა დააგროვა - ეს კი კარიერის რეკორდია. რაც მთავარია, 47 ქულა (თამაშიდან - 15/28, სამქულიანი - 4/8, საჯარიმო - 13/14) დააგროვა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია ვარსკვლავი ფორვარდისთვის.

ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო "იუტა ჯაზმა". ამ გუნდის კრიზისით ისარგებლა რეგულარულის ლიდერმა "სან ანტონიომ" და 46 მატჩში 39-ე გამარჯვებას მიაღწია, რაც მის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ერთ მონაკვეთში ზედიზედ 17 ქულა გაუშვეს და დიდ შესვენებამდე ორი წუთით ადრე 19 ქულით ჩამორჩნენ მეტოქეს. თუმცა "ჯაზმენებმა" გაიბრძოლეს და საპასუხო სპურტით (17:4) უპასუხეს ლიდერს. შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნდა, ბრწყინავდა დერონ უილიამსი (39 ქულა, 9 პასი), რომელიც ფანტასტიკურ ბურთებს აგდებდა. მაგრამ უსაქმოდ არც "სპურსი" ყოფილა - სტუმართა გუნდი ყოველთვის პოულობდა ბზარებს მეტოქის დაცვის ხაზში და საბოლოოდ, ახლოს არ გაიკარა მასპინძლები.

"დენვერის" ვეტერანმა გამთამაშებელმა ჩონსი ბილაპსმა ჯერ კიდევ "დეტროიტში" თამაშისას მიიღო მეტსახელი - Mr Big Shot ("მისტერ დიდი სროლა"). გუშინ ჩონსი თავის ყოფილ კლუბს სტუმრობდა და მარტომ გადაწყვიტა მატჩის ბედი. საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 15 წამით ადრე "დეტროიტმა" მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა - 91:92 და გამარჯვების იმედი მიეცა. მაგრამ დარჩენილ დროში ბილაპსმა მოასწრო ოთხი სამქულიანის ჩაგდება, რითაც მოხსნა დღის წესრიგიდან გამარჯვებულის საკითხი.

"ფილადელფიამ" "ტორონტო" დაამარცხა და თანაც ეს თავისი რეზერვისტების ბრწყინვალე თამაშის წყალობით გააკეთა. ოთხმა სათადარიგო მოთამაშემ 107 ქულიდან 58 თავის ანგარიშზე მიითვალა და თითოეულმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი.

 

"სიქსერზს" მეორე მეოთხედში ჰქონდა წარმატებული მონაკვეთი, როცა გაარღვია მეტოქის ისედაც სუსტი დაცვა. "ტორონტო" ზედიზედ მეცხრედ დამარცხდა - ასეთი უიღბლო სერია კანადურ კლუბს 2006 წლის შემდეგ არ ჰქონია, როცა ზედიზედ 10 მატჩი წააგო. "რეპტორზი", რომელიც ცოტა ხნის წინ პლეი ოფში მოხვედრაზე აცხადებდა პრეტენზიას, ახლა აღმოსავლეთ დივიზიონში მხოლოდ უიმედო აუთსაიდერს, "კლივლენდს" უსწრებს.


სტივ ნეშის ბრწყინვალე თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ "ფინიქსს" გამარჯვებით აღენიშნა ვინს კარტერის 34-ე დაბადების დღე. თავად კარტერმა 22 ქულა დააგროვა, რითაც NBA-ის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ტომ ჩემბერსი შეავიწროვა და 36-ე ადგილზე დამკვიდრდა. რაც შეეხება ნეშს, მან ორმაგი დუბლი მიითვალა - 27 ქულა და 15 პასი, 5 მოხსნა დააგროვა და ოთხიდან ოთხი სამქულიანი ჩაგდო. მაგრამ "შარლოტი" მაინც უკეთესად გამოიყურებოდა. მატჩის ბოლოს ნეშმა შორეული ტყორცნით სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ბოლო სამ წუთში "ფინიქსმა" ვერც ერთი ქულა ვერ დააგროვა.

 

"სანზის" წაგებათა სერია სამ მატჩამდე ავიდა და ახლა პლეი ოფში გასვლის შანსები მიზერულად მოსჩანს. თავის მხრივ, "შარლოტმა" ახალი მწვრთნელის - პოლ სილასის მეთაურობით თამაშს მოუმატა და აღმოსავლეთის მერვე ადგილზე დამკვიდრდა.


ტორონტო-ფილადელფია 94:107
29:20, 21:30, 27:34, 17:23
ტ: დეროზანი (29+5 მოხსნა), ბარნიანი (17+5 მოხსნა), ჯონსონი (15+6 მოხსნა), კალდერონი (8+13 პასი+5 მოხსნა).
ფ: სპეიტსი (23+9 მოხსნა), ჰოლიდეი (15+11 პასი+5 მოხსნა), იგუოდალა (15+6 პასი+5 მოხსნა), უილიამსი (15), ბრენდი (14+7 მოხსნა), ტერნერი (10+5 მოხსნა), იანგი (10).


ნიუ ჯერსი-მემფისი 93:88
16:32, 26:21, 18:13, 33:22
ნ-ჯ: მოროუ (19), ლოპესი (17), ჰემფრიზი (14+7 მოხსნა), ვუიაჩიჩი (14+5 მოხსნა), ჰარისი (13+9 პასი).
მ: გეი (22+6 მოხსნა), რენდოლფი (20+16 მოხსნა), კონლი (16+5 პასი+5 მოხსნა), გასოლი (12+6 მოხსნა+5 პასი).


ინდიანა-ორლანდო 96:111
21:24, 27:38, 24:24, 24:25
ი: გრეინჯერი (27+5 მოხსნა), კოლისონი (21), ჯორჯი (10+7 მოხსნა), დანლივი (10).
ო: ჰოვარდი (19+16 მოხსნა), რიჩარდსონი (19+9 მოხსნა), თურქოგლუ (18+6 მოხსნა), ანდერსონი (14), ნელსონი (12), რედიკი (10).


დეტროიტი-დენვერი 100:109
24:29, 26:27, 24:24, 26:29
დეტ: ბინუმი (19), გორდონი (15), მაკგრეიდი (14+8 პასი+6 მოხსნა), მონრო (14+7 მოხსნა), ვილანუევა (11), პრინსი (10+5 მოხსნა), უოლასი (0+10 მოხსნა).
დენ: ბილაპსი (26), ენტონი (18+10 მოხსნა+7 პასი), აფლალო (17), უილიამსი (13+5 მოხსნა), ჰარინგტონი (10+7 მოხსნა).


მილუოკი-ატლანტა 98:90
22:23, 22:24, 20:28, 34:15
მ: მაგეტი (22), ბოიკინსი (20), დელფინო (15+5 მოხსნა), ბოგუტი (8+14 მოხსნა).
ა: კროუფორდი (20), ჰორფორდი (17+10 მოხსნა+5 პასი), ჯონსონი (15), სმიტი (14+11 მოხსნა).


მინესოტა-ოკლაჰომა 117:118 (ო)
28:25, 28:29, 23:29, 31:27, 7:8
მ: ლავი (31+21 მოხსნა), ბიზლი (30+9 მოხსნა+7 პასი), ჯონსონი (13+5 მოხსნა), რიდნური (12+8 პასი), ბრიუერი (11+5 მოხსნა).
ო: დურანტი (47+18 მოხსნა), გრინი (19+8 მოხსნა), უესტბრუკი (16+8 პასი), ჰარდენი (13).


ჰიუსტონი-კლიპერსი 96:83
27:22, 28:30, 15:21, 26:10
ჰ: ლაური (20+8 პასი+6 მოხსნა), სკოლა (16+6 მოხსნა), ბრუქსი (16), ბატიე (10+6 მოხსნა).
კ: ფოიე (20), გრიფინი (14+11 მოხსნა), დევისი (14), ჯორდანი (8+12 მოხსნა).


ფინიქსი-შარლოტი 107:114
26:31, 31:28, 30:33, 20:22
ფ: ნეში (27+15 პასი+5 მოხსნა), კარტერი (22+6 მოხსნა), გორტატი (16+7 მოხსნა), დადლი (13), ფრაი (12+6 მოხსნა).
შ: ჯექსონი (23+7 მოხსნა), უოლასი (22+10 მოხსნა), დიაო (18+6 მოხსნა+5 პასი), ოგუსტინი (15+10 პასი), ჰენდერსონი (15), ბრაუნი (12+10 მოხსნა).


იუტა-სან ანტონიო 105:112
25:29, 24:29, 29:30, 27:24
ი: უილიამსი (39+9 პასი), ჯეფერსონი (22+9 მოხსნა), მაილზი (13), კირილენკო (10+6 მოხსნა).
ს-ა: ჯინობილი (26+7 პასი+6 მოხსნა), პარკერი (23+6 პასი), ჯეფერსონი (14+5 მოხსნა), დანკანი (13+7 მოხსნა), ნოა (13), ჰილი (10).


გ. სტეიტი-ნ. ორლეანი 103:112
21:34, 28:27, 27:32, 27:19
გ-ს: ელისი (26+5 პასი), რაიტი (25), კარი (20+6 პასი), ლი (16+10 მოხსნა).
ნ-ო: უესტი (22+5 მოხსნა), არიზა (19+7 მოხსნა), პოლი (18+17 პასი), ოკაფორი (13+7 მოხსნა), ბელინელი (11).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული