NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსმა" ცუდი სტარტი გაიმეორა

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" სეზონის დასაწყისში 11 მატჩში მეცხრედ წააგო და გაიმეორა თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი - 2 მოგება და 9 წაგება. აქამდე, კლუბს ასეთი ბალანსი ორჯერ ჰქონდა - ერთი წლის წინ, აგრეთვე, 1957-58 წლების სეზონში, როცა ეს გუნდი ჯერ კიდევ მინეაპოლისში ბაზირებდა.

"ლეიკერსმა" გუშინ, 101:120 წააგო "ფინიქსთან". "სანზის" მოგების მთავარი შემოქმედი იყო მცველი ბრენდონ ნაითი. მის ანგარიშზე მოდის - 30 ქულა, 10 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა, რასაც 4 ჩაჭრა დაემატა. ეს ნაითის პირველი სამმაგი დუბლია კარიერაში.

ციფრები
- პირველ
ტაიმში "ჩიკაგოს" ათმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ ერთი ქულა.

- რასელ უესტბრუკი საშუალოდ მატჩში 25 ქულას, 10 მოხსნასა და 8 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ბოლოს ასეთი რამ ოსკარ რობერტსონმა შეძლო 1965 წელს.

- მარიო ჩელმერსის 29 ქულა - მაქსიმალური მაჩვენებელია ამ სეზონში სათადარიგო მოთამაშეებისთვის.

- სეზონის სტარტზე ზედიზედ 11 წაგება - NBA-ის ანტირეკორდის გამეორებაა. წინა ანტირეკორდიც "ფილადელფიას" ეკუთვნის.

- "ფინიქსმა" ზედიზედ მეცხრედ დაამარცხა საკუთარ მოედანზე "ლეიკერსი".

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "შარლოტ ჰორნეტსის" ფორვარდი ნიკოლა ბატუმი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა. ფრანგმა საშუალოდ 25.5 ქულა, 6.0 მოხსნა და 3.0 პასი დააგროვა. ბატუმი 57.7 პროცენტის სიზუსტით ისროდა სამქულიანებს.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "საკრამენტო კინგზის" ფორვარდი დემარკუს კაზინსი. მის ანგარიშზე საშუალოდ 32.5 ქულა (კონფერენციაში საუკეთესო) და 11.0 მოხსნა მოდის. კაზინსმა თავის გუნდს ოთხიდან სამ მატჩში მოაგებინა და სამ შეხვედრაში მიითვალა ორმაგი დუბლი.

ბატუმის კვირა
10 ნოემბერი. მინესოტა-შარლოტი 95:104. 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება.
11 ნოემბერი. შარლოტი-ნიუ იორკი 95:93. 24 ქულა, 5 მოხსნა.
13 ნოემბერი. ჩიკაგო-შარლოტი 102:97. 28 ქულა, 8 მოხსნა.
15 ნოემბერი. შარლოტი-პორტლენდი 106:94. 33 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი.

კაზინსის კვირა
9 ნოემბერი. საკრამენტო-სან ანტონიო 88:106. 21 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი.
11 ნოემბერი. საკრამენტო-დეტროიტი 101:92. 33 ქულა, 9 მოხსნა.
13 ნოემბერი. საკრამენტო-ბრუკლინი 111:109. 40 ქულა, 13 მოხსნა.
15 ნოემბერი. საკრამენტო-ტორონტო 107:101. 36 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 3 დაფარება.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), ჯამალ კროუფორდი ("კლიპერსი"), კრის ბოში ("მაიამი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ჯალილ ოკაფორი ("ფილადელფია"), ერიკ ბლედსოუ (ფინ) და კაილ ლოური ("ტორონტო").

ფილადელფია-დალასი 86:92
15:28, 29:21, 21:19, 21:24
ფ: ოკაფორი (19+11 მოხსნა), მაკონელი (13+7 მოხსნა+6 პასი), გრანტი (13), ნოელი (12+12 მოხსნა), ტომპსონი (12).
დ: ნოვიცკი (21), პარსონსი (20), უილიამსი (12+6 პასი).

ჩიკაგო-ინდიანა 96:95
31:21, 22:24, 26:30, 17:20
ჩ: როუზი (23+6 პასი), ბატლერი (17), მაკდერმოტი (11), პ. გასოლი (5+13 მოხსნა).
ი: ჯორჯი (26), ელისი (20+6 პასი), მაილზი (19), მაინმი (4+12 მოხსნა).

ჰიუსტონი-ბოსტონი 95:111
28:24, 27:31, 13:34, 27:22
ჰ: არიზა (19+9 მოხსნა), ჰარდენი (16), ჯონსი (15+8 მოხსნა), ბრიუერი (11), ჰოვარდი (5+12 მოხსნა).
ბ: ტომასი (23+6 პასი), ბრედლი (21), კრაუდერი (16).

მემფისი-ოკლაჰომა 122:114
27:25, 31:27, 21:28, 43:34
მ: ჩელმერსი (29), კონლი (22+9 პასი), გრინი (20), მ. გასოლი (17+6 პასი), რენდოლფი (12+10 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (40+14 პასი), იბაკა (18+9 მოხსნა), კანტერი (16+7 მოხსნა), ადამსი (14+7 მოხსნა), უეიტერსი (14+7 მოხსნა).

სან ანტონიო-პორტლენდი 93:80
17:13, 19:15, 29:32, 28:20
ს-ა: ლეონარდი (19+9 მოხსნა), ჯინობილი (17), დიაო (12+8 მოხსნა), გრინი (12), პარკერი (10+7 პასი), დანკანი (10+9 მოხსნა).
პ: ლილარდი (27+7 მოხსნა+6 პასი), ამინუ (17), მაკალუმი (15).

ფინიქსი-ლეიკერსი 120:101
26:22, 31:31, 23:22, 40:26
ფ: ნაითი (30+10 მოხსნა+15 პასი), ბლედსოუ (21), უორენი (19), გუდვინი (12), ტაკერი (11+7 მოხსნა), ტელეტოვიჩი (11), ლენი (10+3 დაფარება).
ლ: კლარკსონი (20), უილიამსი (16), ჰიბერტი (14+7 მოხსნა), რასელი (13), უორლდ პისი (12), იანგი (11).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 10 8 2 80.0
2. ჩიკაგო 10 7 3 70.0
3. ატლანტა 12 8 4 66.7
4. მაიამი 9 6 3 66.7
5. ტორონტო 11 7 4 63.6
6. ბოსტონი 10 6 4 60.0
7. ინდიანა 11 6 5 54.5
8. ვაშინგტონი 8 4 4 50.0
9. დეტროიტი 10 5 5 50.0
10. შარლოტი 10 5 5 50.0
11. მილუოკი 10 5 5 50.0
12. ნიუ იორკი 11 5 6 45.5
13. ორლანდო 11 5 6 45.5
14. ბრუკლინი 10 1 9 10.0
15. ფილადელფია 11 0 11 00.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 11 11 0 100
2. სან ანტონიო 10 8 2 80.0
3. დალასი 11 7 4 63.6
4. ფინიქსი 10 6 4 60.0
5. კლიპერსი 10 6 4 60.0
6. ოკლაჰომა 11 6 5 54.5
7. იუტა 10 5 5 50.0
8. მემფისი 11 6 6 50.0
9. დენვერი 10 5 5 50.0
10. მინესოტა 10 4 6 40.0
11. ჰიუსტონი 11 4 7 36.4
12. საკრამენტო 11 4 7 36.4
13. პორტლენდი 12 4 8 33.3
14. ლეიკერსი 11 2 9 18.2
15. ნ. ორლეანი 10 1 9 10.0

ქულები
სტივენ კარი (გ-სტ) 33.4
კევინ დურანტი (ოკლ) 28.1
დემარკუს კაზინსი (საკ) 28.0
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 27.3
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 27.0
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 26.7
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 26.6
ენტონი დევისი (ნ-ორ) 25.5
დამიენ ლილარდი (პორ) 25.3
პოლ ჯორჯი (ინდ) 24.5

მოხსნები
ანდრე დრამონდი (დეტ) 19.0
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 12.9
კევინ ლავი (კლივ) 12.1
ჰასან უაიტსაიდი (მაი) 11.7
გრეგ მონრო (მილ) 10.2
კარლ-ენტონი თაუნსი (მინ) 10.2
ტაისონ ჩენდლერი (ფინ) 10.1
იონას ვალანჩუნასი (ტორ) 9.8
პაუ გასოლი (ჩიკ) 9.8

პასები
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 10.6
რაჟონ რონდო (საკ) 9.5
რიკი რუბიო (მინ) 9.0
ჯონ უოლი (ვაშ) 8.5
კრის პოლი (კლი) 8.0
იშ სმიტი (ნ-ორ) 7.6
ჯარეტ ჯეკი (ბრუ) 7.3
დამიენ ლილარდი (პორ) 7.1
დრეიმონდ გრინი (გ-სტ) 7.1
ტი-ჯეი მაკონელი (ფილ) 6.9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული