"უორიორზი" 2015-16 წლების სეზონის სტარტზე ფანტასტიკურად გამოიყურება - 12 მატჩში 12 მოგება. ტელეარხ TNT-ის ანალიტიკოსის აზრით, "მეომრებს" ამაში თანამედროვე თამაშის "რბილი" წესები ეხმარება. ძველ დროში, "გოლდენ სტეიტს" თამაში არ წაუვიდოდა.
"ჩვენ უბრალოდ გავლახავდით მათ. საშუალებას არ მივცემდით ამ ბიჭებს დაცვის რიგები გაერღვიათ. წესები შეიცვალა და ეს ყველაფერი ამერიკული ფეხბურთის ლიგას მოგვაგონებს, სადაც არ შეიძლება ბურთის მიმღების შეხება.
დაცვა არახელსაყრელ სიტუციაში იმყოფება. შენ არ შეგიძლია
ეს სულ სხვა თამაშია", - მიაჩნია ბარკლის.
"სერ ჩარლზმა" ისიც აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი, უბრალოდ, გამოიყენებდნენ წონაში და სიმაღლეში უპირატესობას "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ.
2015 წლის აპრილში ბარკლიმ განაცხადა, რომ მას არ მოსწონს "მსროლელი" გუნდები. 2014-15 წლების სეზონის ფინალურ სერიაში "გოლდენ სტეიტის" გამარჯვების შემდეგ, ლეგენდა პუბლიკის წინაშე გამოჩნდა მაისურით, რომელზეც ეეწერა: "მსროლელი გუნდები - 1, ბარკლი - 0".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"