"დურანტის გარეშე, "გოლდენ სტეიტის" შანსები ჩემპიონობაზე - ნულია. ბოლოდროინდელი შენაძენების შემდეგ, "კლივლენდს" სრულიად ჯანმრთელ "გოლდენ სტეიტზეც" კი ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. დურანტის გარეშე, ისინი ფინალშიც კი ვერ გავლენ", - განაცხადა ბარკლიმ The Score-თან კომენტარში.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში, "კავალიერზმა" კონტრაქტები გაუფორმა გამთამაშებელ დერონ უილიამსს და ცენტრს ენდრიუ ბოგუტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"