მაიოს დოპინგი უპოვნეს

AutoSharing Option

NBA-ის ხელმძღვანელობამ 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა "მემფის გრიზლისის" წამყვანი მცველი ო ჯეი მაიო. მიზეზი ანტისადოპინგო პროგრამის დარღვევა გახლავთ. როგორც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს, მაიოს ბოლო დოპინგსინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა აკრძალულ პრეპარატ დეგიდროეპიანდროსტერონზე. ეს პრეპარატი ანაბოლური სტერიოდების კატეგორიას მიეკუთვნება.

მაიოს დისკვალიფიკაციის ათვლა "ფილადელფიასთან" დღევანდელი მატჩით დაიწყება.
კალათბურთელი უკვე გამოეხმაურა ლიგის ამ გადაწყვეტილებას. ო ჯეის თქმით, პრეპარატი საკვებში იყო დამატებული, თავად კი არ იცოდა, რომ ის აკრძალული ნივთიერებების სიაში შედიოდა.

"ეს შეცდომა იყო, მაგრამ მზად ვარ საკუთარი საქციელის გამო პასუხი ვაგო.

მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს, პარტნიორებსა და კლუბს იმისთვის, რომ ყურადღებით არ შევისწავლე ამ პრეპარატის შემადგენლობა, რომელსაც დიდი ხანი ვიყენებდი", - ამბობს მაიო ოფიციალურ წერილში.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული