NBA რეგულარული ჩემპიონატი: დაუმარცხებლები

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" შეჩერება ვერც "დენვერმა" შეძლო, რასაც არავინ ელოდა. "ნაგეტსი" ვერ ქაჩავს იმ გუნდის დონემდე, რომელსაც ჩემპიონის ძლევა შეუძლია.

სტივენ კარის ბოლომდე დახარჯვაც არ მოუწია - გამთამაშებელმა პირველად სეზონში 20-ზე ნაკლები ქულა დააგროვა. "გოლდენ სტეიტმა" რეგულარულის სტარტზე ზედიზედ მე-15 გამარჯვება მოიპოვა, რითაც "ჰიუსტონისა" (1993-94) და "ვაშინგტონის" (1948-49) რეკორდი გაიმეორა.

გარდა ამისა, კალიფორნიული გუნდი პირველი მოქმედი ჩემპიონია, რომელსაც ასეთი სტარტი გამოუვიდა. და კიდევ, შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "გოლდენ სტეიტს" ზედიზედ 19 მოგება აქვს. აქამდე ასეთი სერია NBA-ის ცხრა გუნდს ჰქონდა, ყველაზე გრძელი
სერიის ავტორი კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსია", რომელმაც 1971-72 წლების სეზონში ზედიზედ 33 მატჩი მოიგო.

თუ "მეომრების" უახლოეს განრიგს გადავხედავთ ("ლეიკერსი", "ფინიქსი", "საკრამენტო"), ძალიან მალე მოქმედი ჩემპიონები ისტორიაში შეაბიჯებენ.

* * *
"ტორონტო რეპტორზმა" დაამტკიცა, რომ საკუთარ მოედანზე განსაკუთრებით კარგად თამაშობს. ამჯერად, დუეინ კეისის შეგირდებმა "კლიპერსი" გაამწარეს, როცა თამაშიდან სრულად გამოთიშეს კრის პოლი და ბლეიკ გრიფინი. კალიფორნიული გუნდის ლიდერებმა პირველ 20 წუთში ერთი ქულის აღებაც ვერ შეძლეს. "კლიპერსისთვის" ეს წაგება ზედიზედ მესამეა და მეშვიდე ბოლო ცხრა მატჩში. "ტორონტო" კი ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია იმისა, რომ შეწყვიტოს "გოლდენ სტეიტის" სერია - მოქმედი ჩემპიონი კანადაში 5 დეკემბერს ჩავა.

ციფრები
- მიმდინარე სეზონში ორმა გუნდმა უფრო ნაკლები სამქულიანი ჩააგდო, ვიდრე სტივენ კარიმ. ეს არის "ბრუკლინი" (65 216 ცდიდან) და "მინესოტა" (65/203). "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელს უკვე 72 სამქულიანი დაუგროვდა, თან ამისთვის 164 ცდა დაჭირდა.

- რასელ უესტბრუკმა კარიერაში მესამე მატჩი ჩაატარა, რომელშიც არანაკლებ 30 ქულა, 10 შედეგიანი პასი, 5 მოხსნა და 5 ჩაჭრა დააგროვა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, უფრო მეტი ასეთი თამაში მხოლოდ მაიკლ ჯორდანს ჰქონდა - ოთხი. მოქმედ კალათბურთელებს შორის კი უესტბრუკი კლიპერსელ კრის პოლს დაეწია.

- ენტონი დევისმა კარიერაში მეექვსედ დაასრულა შეხვედრა მინიმუმ 30 ქულით და 15 მოხსნით. "ნიუ ორლეანის" ლიდერი პირველი კალათბურთელია ამ სეზონში, ვინც ასეთი სტატისტიკა დააფიქსირა.

- "გოლდენ სტეიტმა" მეათე გამარჯვება მოიპოვა სეზონში მინიმუმ 10-ქულიანი სხვაობით. გასულ 15 შეხვედრაში, "მეომრებმა" ჯამში მეტოქეებს 216 ქულით აჯობეს. ეს მეხუთე მაჩვენებელია NBA-ის ისტორიაში.

- დამიენ ლილარდმა 13 შედეგიანი პასი შეასრულა "ლეიკერსთან" მატჩში. ეს მისი ახალი პერსონალური რეკორდია.

კლიპერსი-ტორონტო 80:91
23:33, 11:30, 21:8, 25:20
კ: რედიკი (17), პოლი (13+11 პასი), ჯორდანი (13+15 მოხსნა+5 დაფარება).
ტ: დეროზანი (21), კეროლი (21), სკოლა (20+8 მოხსნა), ლოური (13+10 პასი), ბიიომბო (6+14 მოხსნა).

ბრუკლინი-ბოსტონი 111:101
24:19, 35:23, 27:36, 25:23
ბრუკ: ლოპესი (23+10 მოხსნა), ჯეკი (22), ჯონსონი (17), ბარნიანი (12), იანგი (11+12 მოხსნა).
ბოს: ტომასი (27+6 პასი), ბრედლი (27), ტერნერი (13+7 მოხსნა), სალინჯერი (9+10 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ფინიქსი 122:116
27:21, 29:34, 36:30, 30:31
ნ-ო: დევისი (32+19 მოხსნა+4 დაფარება), ანდერსონი (29), გორდონი (20), სმიტი (17+9 მოხსნა+8 პასი).
ფ: ბლედსოუ (29+7 მოხსნა+6 პასი), ნაითი (19+7 პასი), მორისი (17+8 მოხსნა), ბუკერი (15), ტაკერი (12+8 მოხსნა), ტელეტოვიჩი (11), ჩენდლერი (1+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-დალასი 117:114
31:25, 29:27, 27:33, 30:29
ო: უესტბრუკი (31+11 პასი+5 ჩაჭრა), იბაკა (16+9 მოხსნა), უეიტერსი (14), მოროუ (14), კანტერი (12+7 მოხსნა), კოლისონი (10).
დ: უილიამსი (20+6 პასი), მეტიუზი (18), პაუელი (13), პარსონსი (12), ფაჩულია (12+10 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ნოვიცკი (11).

დენვერი-გ. სტეიტი 105:118
23:34, 35:30, 21:27, 26:27
დ: არტური (21+8 მოხსნა), ბარტონი (19), გალინარი (19), მუდიაი (17+8 პასი), ჰარისი (12), იოკიჩი (11+11 მოხსნა).
გ-ს: ტომპსონი (21+7 პასი), კარი (19+7 პასი), ბარნსი (17), გრინი (13+7 მოხსნა), იგუოდალა (12).

ლეიკერსი-პორტლენდი 93:107
23:32, 29:24, 22:28, 19:23
ლ: კლარკსონი (19), ბრაიანტი (18), უილიამსი (14), რასელი (13+9 მოხსნა+6 პასი), რენდლი (13+13 მოხსნა).
პ: ლილარდი (30+13 პასი), მაკალუმი (19), პლამლი (17+11 მოხსნა), ამინუ (10), ჰარკლესი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული