NBA. რეგულარული ჩემპიონატი:როდის დაბრუნდება ოლდრიჯი?

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" მძიმე ფორვარდმა ლამარკუს ოლდრიჯმა მარცხენა ფეხის ტრავმის გამო უკვე ორი შეხვედრა გამოტოვა. ექსპორტლენდელი დღეს, "ფინიქსთან" მატჩში ვერ ვიხილეთ მოედანზე.

კალათბურთელმა ტრავმა 20 ნოემბერს, "ნიუ ორლეანთან" მატჩში მიიღო და ჯერჯერობით მისი მოედანზე დაბრუნების ვადები უცნობი რჩება. ჯერჯერობით, მეოთხე ნომრის პოზიციაზე მის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში დევიდ უესტი თამაშობს.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ოლდრიჯი საშუალოდ მატჩში 15.3 ქულასა და 9.9 მოხსნას აგროვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული