NBA. რეგულარული ჩემპიონატი: საუკუნის რეკორდი გამეორებულია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტი" და მისი ლიდერი სტივენ კარი აგრძელებენ რეკორდების დამყარებას.
20 მოგება და არც ერთი წაგება სეზონის სტარტზე - ეს ბეისბოლის გუნდის "სენტ ლუის მარუნსის" 1884 წლის (!) რეკორდის გამეორებაა. ეს არის საუკეთესო სტარტი აშშ-ის ოთხი ყველაზე პრესტიჟული ლიგის ისტორიაში - NBA, NHL, NFL და MLB.

"შარლოტთან" მოგებულ მატჩში, სტივენ კარიმ 31 წუთში 40 ქულა დააგროვა - თამაშიდან 18-დან 14 სროლა მოათავსა კალათში და 11-დან 8 სამქულიანი ჩააგდო.

მთელი გასული სეზონის განმავლობაში, კარიმ მხოლოდ სამ მატჩში დააგროვა 40 ან მეტი
ქულა. მიმდინარე სეზონში კი, რომელიც მხოლოდ თვენახევარია დაწყებულია, უკვე ექვსჯერ მიაღწია ასეთი მაჩვენებელს.

"შარლოტის" წინააღმდეგ სტივენს მეოთხე მეოთხედში აღარ უთამაშია, რადგან მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. და ეს სწორედ გასული სეზონის MVP-ის დამსახურებაა, რომელმაც მესამე 12-წუთეულში 28 (!) ქულა მიითვალა (11-დან 10 ზუსტი ტყორცნა).

კარიმ ამ სეზონში ოთხჯერ დააგროვა 40 ან მეტი ქულა სამი მეოთხედის განმავლობაში. ლიგის დანარჩენ მოთამაშეებს შორის, ასეთი შედეგი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა.

ბოლოს, 1986 წელს დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ერთმა მოთამაშემ სეზონის პირველ 20 შეხვედრაში 40 ან მეტი ქულა ექვსჯერ გააკეთა. ეს იყო მაიკლ ჯორდანი.

* * *
გუშინდელი დღის მეორე გმირი "ლეიკერსის" სუპერვარსკვლავი კობი ბრაიანტი იყო. ლეგენდა, ამჯერად, ვაშინგტონში ჩავიდა და იქაურ "უიზარდს" 31 ქულა ჩაუგდო. ასევე ბრაიანტის ანგარიშზეა გადამწყვეტი ტყორცნა მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 30 წამით ადრე, რის შემდეგაც, ანგარიში 103:101 გახდა სტუმრების სასარგებლოდ.

ამ მატჩის წინ, კობი თეთრ სახლს ეწვია და აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეხვდა. მათ შორის ხანგრძლივი საუბარი გაიმართა.

"ბევრი ვისაუბრეთ კალათბურთზე, მომავალზე და ჩვენს ხვალინდელ გეგმებზე. შესანიშნავია, რომ შესაძლებლობა მომეცა დრო მის საზოგადოებაში გამეტარებინა", - განაცხადა ბრაიანტმა ESPN-თან კომენტარში.

შარლოტი-გ. სტეიტი 99:116
23:32, 28:28, 21:33, 27:23
შ: ბატუმი (17+8 მოხსნა), კამინსკი (16), ლემბი (13), ჰოიესი (12).
გ-ს: კარი (40), ტომპსონი (21), გრინი (4+11 მოხსნა+9 პასი), ბოგუტი (4+11 მოხსნა).

ვაშინგტონი-ლეიკერსი 104:108
22:34, 29:23, 24:21, 29:30
ვ: უოლი (34+7 მოხსნა+11 პასი), გორტატი (18+10 მოხსნა), ბილი (11+6 პასი).
ლ: ბრაიანტი (31), კლარკსონი (18), რენდლი (15+19 მოხსნა), რასელი (13), უილიამსი (12+7 ჩაჭრა), ბასი (10).

დეტროიტი-ფინიქსი 127:122
31:26, 26:31, 23:32, 32:23
დ: ჯექსონი (34+16 პასი), მორისი (24+14 მოხსნა), ილიასოვა (23), დრამონდი (22+12 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (10).
ფ: ნაითი (22), ბლედსოუ (21+9 პასი), ლოუერი (20), ბუკერი (18), ტელეტოვიჩი (18), უორენი (12).

ნიუ იორკი-ფილადელფია 99:87
27:21, 27:18, 27:19, 18:29
ნ-ი: პორზიგინსი (17+10 მოხსნა+4 დაფარება), აფლალო (13+8 მოხსნა), ენტონი (12), გრანტი (12), კალდერონი (11), ტომასი (10).
ფ: ტომპსონი (13), სემპსონი (12), ჰოლმსი (11), კენანი (10), კოვინგტონი (10).

ატლანტა-ტორონტო 86:96
18:16, 28:16, 20:25, 20:39
ა: მილსეპი (14+9 მოხსნა), სეფოლოშა (13), კორვერი (12), ჰორფორდი (12+9 მოხსნა), ტიგი (11+10 პასი).
ტ: ლოური (31), დეროზანი (17), ჯოზეფი (10).

ჩიკაგო-დენვერი 99:90
28:21, 23:25, 17:26, 31:18
ჩ: პ. გასოლი (26+19 მოხსნა+4 დაფარება), ბატლერი (19), როუზი (12+9 პასი), მაკდერმოტი (11), ნოა (9+11 მოხსნა+4 დაფარება), გიბსონი (8+11 მოხსნა).
დ: ბარტონი (16+8 მოხსნა), ფარიდი (14+9 მოხსნა), გალინარი (13), არტური (13), ლოვერნი (11+7 მოხსნა).

ჰიუსტონი-ნ. ორლეანი 108:101
17:29, 31:21, 36:32, 24:19
ჰ: ჰარდენი (24+10 მოხსნა+6 პასი), ჯონსი (15), ბრიუერი (14), არიზა (13), ლოუსონი (12+6 პასი), ბევერლი (10), ჰოვარდი (8+16 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (29+13 მოხსნა), ანდერსონი (19+10 მოხსნა), ევანსი (10+8 პასი), გორდონი (10).

სან ანტონიო-მილუოკი 95:70
28:21, 20:17, 28:17, 19:15
ს-ა: დანკანი (16+10 მოხსნა), ლეონარდი (13), მილსი (13), დიაო (11).
მ: მიდლტონი (16), მონრო (14+7 მოხსნა).

კლიპერსი-ინდიანა 91:103
29:29, 21:18, 19:25, 22:31
კ: გრიფინი (19+6 პასი), სტივენსონი (19), კროუფორდი (16), ჯორდანი (2+15 მოხსნა).
ი: ჯორჯი (31+10 მოხსნა), სტაკი (18), მაინმი (14+7 მოხსნა+4 დაფარება), ჯორდან ჰილი (13+8 მოხსნა), ელისი (10), მაილზი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტივენ კარი და სტეფან სპილბერგი :)))))
stiven____
11:27 04-12-2015
0

სიახლეები პოპულარული