"ფინიქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეფ ჰორნაჩეკმა უკანასკნელი იერიშის დასრულება ჯონ ლოიერს მიანდო და ეს შემთხვევით არ გაუკეთებია - ჯონი ამ სეზონში შორი დისტანციიდან სროლების 46.5 პროცენტს იყენებს, თუმცა აქამდე ბაზერ-ბიტერი არასოდეს ჰქონდა ჩაგდებული.
მან ეს ვერც ამჯერად მოახერხა და დრო თითქმის ამოწურული იყო, როცა ბურთი მირზა ტელეტოვიჩმა მოხსნა და მეტოქის ფარისკენ გაისროლა. ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა - 103:101 "სანზის" სასარგებლოდ.
კიდევ ერთი მოულოდნელობა გახდა "ვაშინგტონის"
აღვნიშნავთ, რომ "ვაშინგტონმა" ფლორიდაში თავისი ძირითადი ცენტრის მარცინ გორტატის გარეშე მოიგო.
* * *
"სან ანტონიო" ფილადელფიაში სასტიკად გაუსწორდა იქაურ "სიქსერზს". ეს იყო მასწავლებლისა და მოსწავლის დაპირისპირება - გრეგ პოპოვიჩი ბრეტ ბრაუნის წინააღმდეგ. "სპურსი" თავისი ლიდერის კავაი ლეონარდის გარეშე თამაშობდა, მაგრამ მაინც მოიგო 51 ქულის სხვაობით.
ეს არის "სან ანტონიოს" ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება. აქამდე რეკორდი იყო "+49" 1995 წლის 8 ნოემბერს "ვანკუვერ გრიზლისთან" მატჩში.
"ფილადელფია" კი გახდა მესამე გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც საშინაო შეხვედრა მინიმუმ 51 ქულით წააგო. მანამდე ასე შერცხვნენ საკუთარ კედლებში "ბოსტონი" ("-52" "დეტროიტისგან" 2002-03 წლების სეზონში) და "ჰიუსტონი" ("-56" "სიეტლისგან" 1986-87 წლების სეზონში).
სხვათა შორის, გუშინ გახდა ცნობილი, რომ "ფილადელფიამ" სამუშაოზე აიყვანა აშშ-ის ნაკრების გენერალური მენეჯერი ჯერი კოლანჯელო. მან კლუბში საკალათბურთო ოპერაციებს უნდა უხელმძღვანელოს.
ეს ნაბიჯი, ძირითადად, NBA-ის სხვა კლუბების მფლობელთა ზეწოლით არის გამოწვეული. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ "სიქსერზის" პოლიტიკით, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ გუნდის გამო ლიგას მნიშვნელოვანი ზარალი აქვს.
ბოლო რამდენიმე სეზონია, "ფილადელფიას" მონაწილეობით მატჩები ყველაზე ნაკლებ ინტერესს იწვევს, არადა, ეს ქალაქი აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს მარკეტინგულ ბაზარს წარმოადგენს.
შარლოტი-დეტროიტი 104:84
28:20, 34:31, 26:19, 16:14
შ: ზელერი (20), უოკერი (14+9 მოხსნა), მარვ. უილიამსი (14+12 მოხსნა), ბატუმი (13+7 მოხსნა+8 პასი), ლინი (13).
დ: კოლდუელ-პოუპი (16), ილიასოვა (15+13 მოხსნა), მორისი (11).
ფილადელფია-სან ანტონიო 68:119
17:33, 12:32, 23:31, 16:23
ფ: კოვინგტონი (13), ნოელი (13), სტაუსკასი (13), ოკაფორი (10).
ს-ა: ოლდრიჯი (26+9 მოხსნა), მარიანოვიჩი (18), სიმონსი (14), პარკერი (12+6 პასი).
მაიამი-ვაშინგტონი 103:114
19:29, 36:31, 29:27, 19:27
მ: უეიდი (26+7 მოხსნა+8 პასი), დრაგიჩი (20+9 პასი), ბოში (18+9 მოხსნა), უაიტსაიდი (14).
ვ: უოლი (26+7 პასი), ბილი (21), ნილი (21), პორტერი (13+14 მოხსნა), დადლი (12), სეშენსი (12).
ნიუ იორკი-დალასი 97:104
28:34, 22:29, 22:25, 25:16
ნ-ი: პორზიგინსი (28), ენტონი (17+8 პასი), კალდერონი (14+7 მოხსნა), ტომასი (11).
დ: ნოვიცკი (25), უილიამსი (20+7 პასი), ფელტონი (14), მეტიუზი (10).
ტორონტო-ლეიკერსი 102:93
25:22, 27:20, 19:29, 31:22
ტ: ლოური (27+7 მოხსნა+6 პასი), როსი (22), დეროზანი (16+6 პასი), ბიიომბო (15+13 მოხსნა), ჯოზეფი (14).
ლ: ბრაიანტი (21+8 მოხსნა), უილიამსი (15), რენდლი (15+11 მოხსნა), კლარკსონი (13).
ჩიკაგო-ფინიქსი 101:103
30:27, 21:24, 26:10, 24:42
ჩ: პ. გასოლი (22+10 მოხსნა+6 პასი), ბატლერი (19), როუზი (14), მიროტიჩი (13+7 მოხსნა), სნელი (10).
ფ: ნაითი (21), ტელეტოვიჩი (20), ბლედსოუ (16+9 მოხსნა), ლენი (15+6 მოხსნა), ბუკერი (14), ლოუერი (12+8 მოხსნა).
მილუოკი-პორტლენდი 90:88
25:16, 17:17, 18:29, 30:26
მ: ანტენტოკუნმპო (17+9 მოხსნა), მონრო (16+12 მოხსნა), მაიო (15), მიდლტონი (14), პარკერი (12).
პ: ლილარდი (23+7 პასი), მაკალუმი (17+5 ჩაჭრა), კრები (12), დევისი (10+13 მოხსნა).
მინესოტა-კლიპერსი 106:110
25:29, 27:21, 25:21, 29:39
მ: ლავინი (21), თაუნსი (18), რუბიო (16+7 პასი), დიენგი (14), მუჰამედი (13+9 მოხსნა).
კ: ჯორდანი (20+12 მოხსნა+4 დაფარება), კროუფორდი (18+7 პასი), გრიფინი (16+11 მოხსნა), პოლი (14), რედიკი (13), ჯონსონი (10).
ნიუ ორლეანი-ბოსტონი 93:111
25:25, 19:28, 23:28, 26:30
ნ-ი: ანდერსონი (18+9 მოხსნა), დევისი (16), ჰოლიდეი (14+6 პასი), აჟინკა (12+9 მოხსნა).
ბ: ტომასი (22), ოლინიკი (21), კრაუდერი (17), ბრედლი (11), სალინჯერი (11+20 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"