NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარის 11 მილიონი ყოფნის

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელს სტივენ კარის არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მისი ხელფასის ოდენობა მნიშვნელოვანად ჩამორჩება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაწესებულ მაქსიმალურ ჯამაგირს.

"როცა 2012 წელს 44 მილიონად ღირებულ ოთხწლიან კონტრაქტს ვაფორმებდი, რა თქმა უნდა, შემეძლო მოლაპარაკებებისას სხვა პოზიცია დამეკავებინა და მეთქვა:

"მაქსიმუმის მიღება მსურს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გავხდები და ნახავთ, როგორი იქნება ჩემი რეალური ფასი". მაგრამ წელიწადში 11 მილიონი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახი უზრუნველყოფილი მყავდეს.

ამ მომენტში დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და
საწუწუნო არაფერი მაქვს", - განაცხადა კარიმ Yahoo Sports-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ბევრს მიაღწევს, ვფიქრობ წლების შემდეგ მასზე ისევე ილაპარაკებენ, როგორც მაიკლზე, მეჯიქსა და ბერდზე
levan
09:42 15-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული