NBA-ს არბიტრი: ვამაყობ, რომ გეი ვარ

AutoSharing Option
ეროვნული საკლათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა წამყვანმა არბიტრმა ბილ კენედიმ საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გამოაცხადა. ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც "საკრამენტო კინგზის" მცველის რაჟონ რონდოს მხრიდან შეურაცხმყოფელი ჰომოფობიური განცხადებები მიიღო.

"ვამაყობ იმით, რომ NBA-ის არბიტრი ვარ. და იმითაც, რომ გეი ვარ. მაგალითს ვიღებ იმათგან, ვინც უკვე ჩამოყალიბდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მეც გავაკეთე ეს იმის იმედად, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებამდე მივიტანო - მათ არ უნდა რცხვენოდეთ იმის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ", - განაცხადა კენედიმ Yahoo Sports-თან კომენტარში.

3 დეკემბერს, "საკრამენტოსა" და "ბოსტონის" შეხვედრაში "კინგზის"
გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ კენედისგან ორი ტექნიკური პერსონალური მიიღო. ამის შემდეგ, მცველმა პრეტენზია გამოთქვა მსაჯის მიმართ და მისი მისამართით რამდენჯერმე იხმარა სიტყვა - faggot (ჰომოსექსუალი ჟარგონულ ენაზე). თავისი მოქმედებისთვის კალათბურთელმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეტყობა სამსახურიდან მოხსნას უპირებდნენ. :D:D:D
giorgi....
23:22 16-12-2015
0
ასეთ რამის გამოქვეყნებას--აი მაგალითად რია ნოვოსტზე დევს სტატია: რუსებმა როგორ მოუწყვეს 1916 წელს ყირგიზებს გენოციდი და თარგმნეთ--ყირგიზეთი ამის აღსანიშნავად უკვე ემზადება 2016 წელს აღნიშნოს ასეთის გამოქვეყნება ხომ უფრო სერიოზული იქნება--ბატონო ჟურნალისტებო...
ვიყოთ სერიოზულები
12:51 16-12-2015
0

სიახლეები პოპულარული