ანტირეკორდების მოლოდინში

AutoSharing Option

რეგულარული ჩემპიონატის მორიგი დღის მიმოხილვაში ყურადღებას გავამახვილებთ აუთსაიდერებზე, რომლებიც თანდათან უახლოვდებიან აბსოლუტურ ანტირეკორდებს.

 

ერთ-ერთი მათგანია - "ვაშინგტონ უიზარდსი". დედაქალაქელებმა გასვლაზე ზედიზედ 24-ე მატჩი წააგეს და მიუახლოვდნენ ყველა დროის რეკორდს - სტუმრად ზედიზედ 29 წაგებას. სხვათა შორის, ეს ანტირეკორდი ეკუთვნის გუნდს, რომელმაც გუშინ "ვაშინგტონი" დაამარცხა. ეს არის - "დალას მავერიქსი".

აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას აუთსაიდერი 12 ქულით იყო წინ, მაგრამ ყველაფერი მეორე ტაიმში შეიცვალა. როგორც ყოველთვის, კარგად ჩაერთვნენ მატჩში სათადარიგოები - ჯეისონ ტერი და შონ მერიონი. სწორედ მათ შეიტანეს გარდატეხა თამაშში, მალე

კი გუნდის ლიდერები დაეხმარნენ. დირკ ნოვიცკიმ 24 ქულა დააგროვა, ჯეისონ კიდს ერთი მოხსნა არ ეყო სამმაგ დუბლამდე, ტაისონ ჩენდლერმა კი 18 ქულას 18 მოხსნა დაუმატა.

გაცილებით უარესად აქვს საქმე "კლივლენდს". ამ გუნდმა თავისი საშინელი სერია ზედიზედ 21 წაგებამდე აიყვანა და ერთ სეზონში მიჯრით წაგებათა ანტირეკორდამდე სულ ორი დამარცხება აკლია (ამ რეკორდს "ვანკუვერი" (1995-96) და "დენვერი" (199798) ფლობენ). გუშინ არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ "კავალერისტები" თავიანთი ყოფილი ლიდერის - ლებრონ ჯეიმსის "მაიამის" მოუგებდნენ, თანაც სტუმრად. მესამე მეოთხედში ფლორიდელებმა მეტოქეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების საშუალება მისცეს, თუმცა ლებრონმა 19:5 გაქცევას დაუდო სათავე და ამით ყველაფერი დასრულდა.

წარმატებით დაიწყო "ინდიანას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება ფრანკ ვოგელმა. მან ზუსტად ის გააკეთა, რაშიც გუშინ განთავისუფლებულ ო'ბრაიენს ადანაშაულებდნენ - საკმარისი სათამაშო დრო მისცა პოლ ჯორჯს, ხელფეხი გაუხსნა როი ჰიბერტს და საერთოდ, 10-კაციანი როტაცია გამოიყენა. ამან შედეგი მოიტანა. ჰიბერტმა ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა, ჯორჯმა 16 ქულა მიითვალა, ჰენსბრომ - 15 (14 წუთში). "ინდიანამ" მოიგო და 12 მატჩამდე გაზარდა კანადელების წაგებათა სერია.


ბოლო დროს არასტაბილურ თამაშს აჩვენებს "ორლანდო". გუშინ ფლორიდელებმა სტუმრად წააგეს "მემფისთან". არადა, "მეჯიქისთვის" ყველაფერი კარგად დაიწყო. სტენ ვან განდის შეგირდებმა პირველ მეოთხედში შთამბეჭდავი გაქცევა მოაწყვეს. დუაიტ ჰოვარდი თავის სტილში დომინირებდა ორივე ფართან და შანსს არ უტოვებდა მარკ გასოლსა და ზაკ რენდოლფს. მაგრამ დიდი შესვენებისთვის "გრიზლისმა" მაინც შეძლო ანგარიშის შემცირება.

მეორე ტაიმი იმით დაიწყო, რითაც პირველი დასრულდა. მასპინძლები თანდათან იპყრობდნენ ინიციატივას, რასაც გადამწყვეტი სპურტი მოჰყვა. მაიკ კონლისა და გასოლის მონდომებით "მემფისმა" მესამე მეოთხედში სოლიდურ უპირატესობას მიაღწია.

 

"ორლანდომ" პასუხი მხოლოდ მეოთხე მეოთხედის ბოლოს გასცა "მემფისს", მაგრამ მეტოქის დაწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. და მაინც, სტუმრებმა ბოლო წამებზე მიიღეს ანგარიშის გათანარების შანსი, თუმცა ჯეისონ რიჩარდსონმა სამქულიანი ვერ ჩააგდო.

კვირის მოთამაშეები
"მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "მემფის გრიზლისის" მძიმე ფორვარდი ზაკ რენდოლფი გასულის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ჯეიმსი გასულ კვირას საშუალოდ 33.0 ქულასა და 2.3 ჩაჭრას აგროვებდა. "მაიამის" ერთ-ერთი ლიდერი ბოლო 12 მატჩში მინიმუმ 20 ქულას უყრის თავს.

დასავლეთში საუკეთესო რენდოლფის ანგარიშზე საშუალოდ 20.8 ქულა და 15.0 მოხსნა მოდის. 29 იანვარს მემფისელმა "ვაშინგტონის" წინააღმდეგ შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა და 20 მოხსნა.

ჯეიმსის კვირა
27 იანვარი. ნიუ იორკი-მაიამი 93:88. 24 ქულა, 11 მოხსნა.
28 იანვარი. მაიამი-დეტროიტი 88:87. 39 ქულა, 9 პასი, 8 მოხსნა.
30 იანვარი. ოკლაჰომა-მაიამი 103:108. 23 ქულა, 13 პასი, 4 ჩაჭრა.


რენდოლფის კვირა
24 იანვარი. ტორონტო-მემფისი 98:100. 17 ქულა, 12 მოხსნა.
26 იანვარი. ნიუ ჯერსი-მემფისი 93:88. 20 ქულა, 16 მოხსნა.
28 იანვარი. ფილადელფია-მემფისი 94:99. 22 ქულა, 12 მოხსნა.
29 იანვარი. მემფისი-ვაშინგტონი 107:93. 24 ქულა, 20 მოხსნა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი კალათბურთელები აცხადებდნენ პრეტენზიას: სტივენ ჯექსონი ("შარლოტი"), კრის პოლი ("ნიუ ორლეანი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), დუაიტ ჰოვარდი ("ორლანდო"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო") და მანუ ჯინობილი ("სან ანტონიო").


ინდიანა-ტორონტო 104:93
32:21, 19:24, 24:25, 29:23
ი: ჰიბერტი (24+11 მოხსნა), კოლისონი (16+6 პასი), ჯორჯი (16), ჰენსბრო (14+6 მოხსნა), გრეინჯერი (11+9 მოხსნა+5 პასი).
ტ: ჯონსონი (18+8 მოხსნა), დევისი (13+7 მოხსნა), კალდერონი (13+7 პასი), ბარნიანი (12+5 მოხსნა), უიმსი (12), ბეილესი (11), დეროზანი (10+5 მოხსნა).


ნიუ ჯერსი-დენვერი 115:99
31:21, 32:29, 22:28, 30:21
ნ-ჯ: ლოპესი (27), აუთლო (21), მოროუ (18), ჰემფრიზი (15+9 მოხსნა), ჰარისი (9+18 პასი).
დ: ენტონი (37+9 მოხსნა), ბილაპსი (19+5 პასი), ნენე (16), სმიტი (10).


მაიამი-კლივლენდი 117:90
35:20, 31:37, 23:15, 28:18
მ: უეიდი (34+7 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (24+8 პასი), ილგაუსკასი (12+14 მოხსნა), ჰაუსი (12), მილერი (10+11 მოხსნა), ბოში (10+7 მოხსნა).
კ: ჯეიმისონი (21+10 მოხსნა), ჰარისი (20+5 მოხსნა), ჰიქსონი (14+9 მოხსნა), სეშენსი (11+7 პასი).


მემფისი-ორლანდო 100:97
21:28, 33:30, 32:16, 14:23
მ: კონლი (26+11 პასი), გასოლი (19+8 მოხსნა), არტური (14), გეი (13+7 მოხსნა), რენდოლფი (10+9 მოხსნა), იანგი (10).
ო: ჰოვარდი (25+14 მოხსნა), რიჩარდსონი (18), თურქოგლუ (13), ბასი (13), ანდერსონი (10+7 მოხსნა), არენასი (10).


დალასი-ვაშინგტონი 102:92
21:25, 29:24, 24:19, 28:24
დ: ნოვიცკი (24), ჩენდლერი (18+18 მოხსნა), მერიონი (14+9 მოხსნა), ტერი (14+8 პასი), კიდი (11+11 პასი+9 მოხსნა).
ვ: ლუისი (18+6 მოხსნა), იანგი (18), უოლი (17+10 პასი), ბლეტჩი (16+13 მოხსნა), იანლიანი (14+11 მოხსნა).


იუტა-შარლოტი 83:78
24:18, 19:23, 19:21, 21:16
ი: ჯეფერსონი (21+11 მოხსნა), მაილზი (20), მილსეპი (14+12 მოხსნა), კირილენკო (13+11 მოხსნა).
შ: ჯექსონი (24+8 მოხსნა), ოგუსტინი (20+8 მოხსნა+7 პასი), დიაო (10).


კლიპერსი-მილუოკი 105:98
26:16, 23:31, 28:26, 28:25
კ: გრიფინი (32+11 მოხსნა+6 პასი), ფოიე (20+5 პასი), დევისი (18+7 პასი+5 მოხსნა), ჯორდანი (16+7 მოხსნა+5 დაფარება).
მ: მაგეტი (25), ილიასოვა (15+6 მოხსნა), ბოგუტი (14+11 მოხსნა), ჯენინგსი (12), დულინგი (11+8 პასი), მბა ა მუტე (10+6 მოხსნა).


აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ბოსტონი* 47 36 11 76.6
2. მაიამი* 48 34 14 70.8
3. ჩიკაგო* 47 33 14 70.2
4. ორლანდო 49 31 18 63.3
5. ატლანტა 48 30 18 62.5
6. ნიუ იორკი 47 25 22 53.2
7. ფილადელფია 47 21 26 44.7
8. შარლოტი 47 20 27 42.6
9. მილუოკი 46 19 27 41.3
10. ინდიანა 45 18 27 40.0
11. დეტროიტი 48 17 31 35.4
12. ნიუ ჯერსი 49 15 34 30.6
13. ვაშინგტონი 47 13 34 27.7
14. ტორონტო 49 13 36 26.5
15. კლივლენდი 48 8 40 16.7

დასავლეთი
თ მ წ %
1. სან ანტონიო* 47 40 7 85.1
2. ლეიკერსი* 48 33 15 68.8
3. დალასი 47 32 15 68.1
4. ოკლაჰომა* 47 30 17 63.8
5. ნიუ ორლეანი 49 31 18 63.3
6. იუტა 49 29 20 59.2
7. დენვერი 48 28 20 58.3
8. პორტლენდი 47 25 22 53.2
9. მემფისი 49 25 24 51.0
10. ფინიქსი 46 22 24 47.8
11. ჰიუსტონი 49 22 27 44.9
12. გ. სტეიტი 47 20 27 42.6
13. კლიპერსი 47 19 28 40.4
14. საკრამენტო 45 12 33 26.7
15. მინესოტა 47 11 36 23.4

ქულა
კევინ დურანტი (ოკლ) 28.9
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 26.2
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 26.0
დუეინ უეიდი (მაი) 25.7
კობი ბრაიანტი (ლეი) 25.5
მონტა ელისი (გ-სტ) 25.2
დერიკ როუზი (ჩიკ) 24.4
ერიკ გორდონი (კლიპ) 24.1
კარმელო ენტონი (დენ) 23.9
დირკ ნოვიცკი (დალ) 23.1

მოხსნა
კევინ ლავი (მინ) 15.6
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 13.6
ზაკ რენდოლფი (მემ) 13.2
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 12.7
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 11.7
პაუ გასოლი (ლეი) 10.5
ემეკა ოკაფორი (ნ-ორლ) 10.1
ელ ჰორფორდი (ატლ) 9.8
ლამარ ოდომი (ლეი) 9.4
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 9.4

პასი
რაჟონ რონდო (ბოს) 12.6
სტივ ნეში (ფინ) 11.1
კრის პოლი (ნ-ორლ) 9.7
დერონ უილიამსი (იუტ) 9.4
ჯონ უოლი (ვაშ) 9.3
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორკ) 8.9
ხოსე კალდერონი (ტორ) 8.5
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 8.5
ჯეისონ კიდი (დალ) 8.4
დერიკ როუზი (ჩიკ) 8.1

ჩაჭრა
კრის პოლი (ნ-ორლ) 2.6
რაჟონ რონდო (ბოს) 2.4
მონტა ელისი (გ-სტ) 2.3
რეიმონდ ფელტონი (ნ-იორ) 1.9
რასელ უესტბრუკი (ოკლ) 1.9
ტაირეკ ევანსი (საკ) 1.8
მანუ ჯინობილი (ს-ანტ) 1.8

დაფარება
ენდრიუ ბოგუტი (მილ) 2.8
ჯავალ მაკგი (ვაშ) 2.6
დარკო მილიჩიჩი (მინ) 2.3
ამარე სტაუდმაიერი (ფინ) 2.2
დუაიტ ჰოვარდი (ორლ) 2.2
სერჟ იბაკა (ოკლ) 2.0
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 2.0
პაუ გასოლი (ლეი) 1.9
მარკუს კემბი (პორ) 1.9
ელ ჯეფერსონი (იუტ) 1.9.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული