NBA: სწორება 73-ზე - "გოლდენ სტეიტი" "ჩიკაგოს" ყველა დროის რეკორდის გრაფიკს უსწრებს

AutoSharing Option
როგორც ორი დღის წინ, რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის მიმოხილვაში ვწერდით, "გოლდენ სტეიტმა" 37 მატჩში 35 გამარჯვება დააგროვა, რაც ეროვნული საკალათბურთო ისტორიის ახალი რეკორდია.

"მეომრები" 1995-96 წლების "ჩიკაგო ბულზის" რეკორდის გაუმჯობესების გრაფიკით მიიწევენ წინ. ის სეზონი მაიკლ ჯორდანმა და კომპანიამ 72 მოგებითა და 10 წაგებით დაასრულა, რაც მანამდე და შემდეგ არ მომხდარა (NBA-ის ისტორიაში 70 მატჩიც კი არც ერთ გუნდს არ მოუგია). და სწორედ ამ ისტორიულ რეკორდს ემუქრება წელს "გოლდენ სტეიტი".

ისტორიულ სეზონში "ჩიკაგოს" 18-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, ლიგის ლიდერი
იყო მოპოვებული ქულების რაოდენობით (105.2), მესამე - გაშვებული ქულებით (92.9) და საშუალოდ, 12.2-ქულიანი სხვაობით უგებდა მეტოქეებს. "ბულზმა" შინ მხოლოდ ორი მატჩი დათმო და სტუმრად 33 მოიგო, რაც დღემდე NBA-ის რეკორდია.

პლეი ოფში "ჩიკაგომ" ფინალამდე მხოლოდ ერთი მატჩი წააგო - "ნიუ იორკთან". ფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა "სიეტლ სუპერსონიქსის" წინააღმდეგ, რის შემდეგაც ზედიზედ ორი მატჩი დათმო მეტოქის მოედანზე. "ხარებმა" ტიტული მეექვსე შეხვედრაში გაინაღდეს, როცა ბრწყინვალე დაცვითი თამაში აჩვენეს - 87:75.

მიმდინარე სეზონი "გოლდენ სტეიტმა" 24-მატჩიანი მოგებათა სერიით დაიწყო და მხოლოდ 25-ე შეხვედრა დათმო მილუოკიში. 37 მატჩის შემდეგ, "ჩიკაგოს" სამი წაგება ჰქონდა, "გოლდენ სტეიტს" - ორ მარცხი აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე რომ დავწერე სკოტზე ის საუკეთესო დამცველი იყო და სამ ნომერზე თამაშეობდა,სტეფი კი გამთამაშებელია. :D
1.მეჯიქი;
2.ჯორდანი;
3.მეფე;
4.ოლაჯუონი;
5.ქარიმი.
მაღლები,ძლიერები,სწრაფები და ზუსტები. ეს არის საუკეთესო ხუთეული.
giorgi1990
02:03 13-01-2016
0
დოქტორი ძალიან მაგარი იყო და მართლაც პირველი სუპერვარსკვლავი იყო,ყველაზე მაგარი ჩატენვაც მას ეკუთვნის ჩემი აზრით.
მაგრამ ლებრონი საუკეთესო მესამე ნომერია ყველა დროის,გავლილი კარიერის მიხედვით და წინ კიდე 5-6 უმაგლესი დონის თამაში აქვს.კარიერას 8-10წელიწადში დაამთავრებს როცა ქარიმის რეკორდს მოხსნის.
საუკეთესო მეოთხე ნომერი მელოუნი არ არის,ის ჩემპიონიც ვერ გახდა.კარიერით ტიმი მაგრამ ინდივიდუალურად მაინც ჰაკიმს ეკუთვნის. ბილ რასელს გუნდი ყავდა და იმ მომენტში საუკეთესო ბოსტონი იყო,თორე ვილტი და კარიმი გაცილებით უფრო უკეთესები იყვნენ.
giorgi1990
02:00 13-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული