პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში, ჩემპიონი საკუთარ თავს არ ჰგავდა. "მეომრები" ბოლო 12-წუთეულის წინ, 10 ქულით იყვნენ ჩამორჩენილნი და კარგა ხანი, არც მატჩის დასკვნით ნაწილში მისდიოდათ საქმე კარგად. საფინალო სირენამდე 2.46 წუთით ადრე, ჩამორჩენა ცხრა ქულა იყო.
და სწორედ ამ დროს "აფეთქდა" სტუმრების გუნდი - ექვსი შედეგიანი შეტევისთვის "გოლდენ სტეიტმა" 43 წამი (!) იკმარა. ანდრე იგუოდალას დაფარების შემდეგ
მაგრამ, ჯერ სტივენ კარიმ დაკარგა ბურთი (მატჩის გმირმა დანილო გალინარიმ იმოქმედა დაცვაში ბრწყინვალედ), კლეი ტომპსონმა კი ბოლო წამზე სამქულიანი ააცილა. "გოლდენ სტეიტს" მხოლოდ ის ამართლებს, რომ მცირე ტრავმის გამო არ თამაშობდა დრეიმონდ გრინი, ხოლო დასამშვიდებლად შემდეგი სტატისტიკური ფაქტიც საკმარისი იქნება: აქამდე ყველა გუნდი, რომელსაც 39 მატჩის შემდეგ 36 მოგება და სამი წაგება ჰქონდა, იმ სეზონში ჩემპიონი ხდებოდა.
სტივენ კარის შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო. ბოლო მეოთხედში მან 20 ქულა დააგროვა. მან ეს რვა წუთსა და 23 წამში შეძლო. კარისთვის ეს იყო მეექვსე შემთხვევა სეზონში, როცა ერთ მეოთხედში მინიმუმ 20 ქულა მიითვალა.
"გოლდენ სტეიტის" ლიდერმა ამ მატჩში ხუთი სამქულიანი გამოიყენა და კარიერაში ზუსტი შორეული ტყორცნების რიცხვი 1 362-მდე აიყვანა, რითაც დენ მარლის გაუსწრო და ყველა დროის სიაში 28-ე ადგილზე გადავიდა. მისი შემდეგი სამიზნე ანტუან უოკერია 1 386 ზუსტი სამქულიანით. მოქმედ კალათბურთელებს შორის სტივენს ჯეი არ სმიტი (1 553), მაიკ მილერი (1 577), დირკ ნოვიცკი (1 640), კობი ბრაიანტი (1 752), ჯო ჯონსონი (1 763), კაილ კორვერი (1 796), ჯამალ კროუფორდი (1 862), ვინს კარტერი (1 890), პოლ პირსი (2 088) და ჯეისონ ტერი (2 115) უსწრებენ.
* * *
კარიერაში მეორედ ვერ შეძლო მატჩში ქულის დაგროვება "ოკლაჰომას" ერთ-ერთმა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა. "დალასის" წინააღმდეგ მან მხოლოდ 15 წუთი გაატარა მოედანზე, სამიდან სამი ტყორცნა ააცილა, რის შემდეგაც ჩარლი ვილანუევას ეჩხუბა და მატჩის ბოლომდე გააძევეს.
"ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კი კარიერაში 10 ათასქულიანი ზღვარი გადალახა. ამისთვის მცველს 492 მატჩი დასჭირდა. საინტერესოა, რომ უახლოეს დროში, ამ კლუბში პოლ მილსეპი (9 973) და სტივენ კარი (9 815) მოხვდებიან.
ბრაიანტი ბევრს არ გამოტოვებს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა განაცხადა, რომ გუნდის ვეტერანს კობი ბრაიანტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მაგრამ არ აპირებს ბევრი მატჩის გამოტოვებას."ფიზმომზადების მწვრთნელს გერი ვიტის უნდოდა, რომ ბრაიანტისთვის ერთი ან ორი კვირა დასვენების საშუალება მიეცა. კობის არ სურს ასეთი ხანგრძლივი პაუზის აღება. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არ ითამაშებს მატჩში 30 წუთზე მეტს. მინდა, რომ მან სეზონი ჯანმრთელმა დაასრულოს და ყველა დამსახურებული დიდება მიიღოს", - განაცხადა სკოტმა ESPN-თან კომენტარში.
შარლოტი-ატლანტა 107:84
20:19, 25:17, 35:22, 27:26
შ: უოკერი (23), ზელერი (19+10 მოხსნა), ლინი (19), ბატუმი (6+10 პასი).
ა: მილსეპი (20).
ვაშინგტონი-მილუოკი 106:101
29:18, 27:25, 15:31, 35:27
ვ: უოლი (19+8 პასი), სეშენსი (15), დადლი (13), ნენე (12), ტემპლი (11+5 ჩაჭრა), ბილი (11), პორტერი (10).
მ: მიდლტონი (25), პარკერი (22), მონრო (21+12 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (19+11 მოხსნა+6 პასი).
ბრუკლინი-ნიუ იორკი 110:104
29:20, 25:31, 20:24, 36:29
ბ: ლოპესი (20+8 მოხსნა), იანგი (19+11 მოხსნა), ლარკინი (17), ბოგდანოვიჩი (14), ჯონსონი (14+7 მოხსნა+6 პასი), ელინგტონი (10).
ნ-ი: უილიამსი (31+7 მოხსნა), აფლალო (18), კალდერონი (16+7 მოხსნა), პორზინგისი (12+10 მოხსნა), ლოპესი (9+12 მოხსნა).
ბოსტონი-ინდიანა 103:94
28:24, 29:25, 21:27, 25:18
ბ: ტომასი (28), კრაუდერი (25), ჯონსონი (14+18 მოხსნა+6 პასი), ბრედლი (11+6 პასი), ოლინიკი (11).
ი: ჯორჯი (23+8 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (13), ელისი (12), მაინმი (10+10 მოხსნა), ჯორდან ჰილი (10+8 მოხსნა).
ჰიუსტონი-მინესოტა 107:104
23:24, 34:26, 24:27, 26:27
ჰ: ჰარდენი (27+11 პასი), ჯონსი (16+9 მოხსნა), ჰოვარდი (15+10 მოხსნა), ტერი (10), არიზა (10).
მ: უიგინსი (28), მარტინი (22), თაუნსი (12+16 მოხსნა), რუბიო (9+12 პასი).
ოკლაჰომა-დალასი 108:89
30:20, 35:22, 18:22, 25:25
ო: დურანტი (29+10 მოხსნა), იბაკა (20+11 მოხსნა), უეიტერსი (18), პეინი (10).
დ: ბარეა (18+6 პასი), მეჯრი (17+9 მოხსნა), ფელტონი (14), მაკგი (10).
დენვერი-გ. სტეიტი 112:110
32:25, 23:29, 28:19, 29:37
დ: გალინარი (28), ბარტონი (21), ჰარისი (19+7 მოხსნა), არტური (18+11 მოხსნა).
გ-ს: კარი (38+9 პასი), ბარნსი (18), ტომპსონი (17), ბოგუტი (15+7 მოხსნა).
პორტლენდი-იუტა 99:85
18:19, 25:18, 34:25, 22:23
პ: ლილარდი (23+7 მოხსნა+10 პასი), მაკალუმი (13+8 პასი), ჰენდერსონი (12), ლეონარდი (12), კრები (11), ამინუ (10+7 მოხსნა+4 დაფარება), დევისი (2+12 მოხსნა).
ი: ჰუდი (19), ჰეივორდი (19+9 პასი), ლაილსი (16), ბერკი (15).
საკრამენტო-ნიუ ორლეანი 97:109
19:28, 25:31, 21:31, 32:19
ს: კაზინსი (32+12 მოხსნა), რონდო (17+10 პასი), გეი (12), კოლისონი (10), კუფოსი (9+10 მოხსნა).
ნ-ო: გორდონი (24+6 პასი), დევისი (24+10 მოხსნა), კოული (18), ანდერსონი (18), აშიქი (8+13 მოხსნა), ჰოლიდეი (6+10 პასი).
კლიპერსი-მაიამი 104:90
17:25, 28:27, 34:17, 25:21
კ: ოლდრიჩი (19+7 მოხსნა), პოლი (15+12 პასი), პირსი (15+9 მოხსნა), კროუფორდი (15), რედიკი (12).
მ: გრინი (19), უეიდი (16+8 მოხსნა), ბოში (11+12 მოხსნა+7 პასი), უაიტსაიდი (10+11 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"