ყველა დროის ცენტრების TOP10 ასე გამოიყურება:
1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი; 2. უილტ ჩემბერლენი; 3. ბილ რასელი; 4. შაკილ ო’ნილი; 5. ჰაკიმ ოლაჟუონი; 6. მოზეს მელოუნი; 7. დევიდ რობინსონი; 8. პატრიკ იუინგი; 9. ჯორჯ მიკანი; 10. ბილ უოლტონი.
უეიდისა და "მაიამის" მცირე კრიზისი
გუშინ, რეგულარულ სეზონში გამორჩეული მატჩი არ
მხოლოდ ორი ქულა დააგროვა ამ მატჩში დუეინ უეიდმა, რითაც "მაიამის" ლიდერმა გაიმეორა შედეგიანობის პირადი ანტირეკორდი.
"ნიუ ორლეანმა" შინ გაანადგურა "მინესოტა" - 114:99. პირველი ტაიმი სტუმრებმა ცხრა ქულით მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ, "პელიკანებმა" ჯერ შეამცირეს სხვაობა, მესამე მეოთხედის შუაში კი მინი-გაქცევა მოაწყვეს, რის შემდეგაც მხოლოდ ზრდიდნენ სხვაობას. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ენტონი დევისი, რომელმაც სეზონში მეშვიდედ დააგროვა 30 ქულაზე მეტი.
კიდევ ერთი სტუმარი, რომელმაც გუშინ გაიმარჯვა, "ინდიანა პეისერსი"იყო. ის "ფინიქს სანზს" გაუსწორდა - 97:94. ინდიანელებმა პირველი მეოთხედი შვიდი ქულის სხვაობით მოიგეს და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს. მესამე მეოთხედში სტუმრები 20 ქულასაც კი იგებდნენ. "ფინიქსმა" შეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ მაინც ვერ აიცილა თავიდან ზედიზედ მეხუთე წაგება.
ასევე გასვლაზე მოიგო "ოკლაჰომა-სიტიმ" - 110:104 დაამარცხა "დენვერი". მატჩის მსვლელობისას, ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. "თანდერმა" მესამე მეოთხედის ბოლოს მცირე უპირატესობა მოიპოვა და ის ხელიდან აღარ გაუშვა. ყველაზე დიდი წვლილი მოგებაში კევინ დურანტმა შეიტანა, რომელმაც 30 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. "დურანტულა" ზედიზედ 28 მატჩია მინიმუმ 20 ქულით ეხმარება თავის გუნდს.
მაიამი-მილუოკი 79:91
18:19, 21:30, 18:26, 22:16
მაი: ბოში (23), უაიტსაიდი (23+18 მოხსნა), დენგი (11).
მილ: მიდლტონი (22+7 მოხსნა+7 პასი), მონრო (15+10 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (14), ბეილესი (11).
ნიუ ორლეანი-მინესოტა 114:99
25:38, 26:22, 31:15, 32:24
ნ-ო: დევისი (35+7 მოხსნა), ჰოლიდეი (19+9 პასი), ევანსი (13), გორდონი (11), კანინგემი (11).
მ: უიგინსი (21), თანუსი (20+13 მოხსნა), რუბიო (15), მუჰამადი (13).
დენვერი-ოკლაჰომა 104:110
31:25, 22:32, 26:27, 25:26
დ: გალინარი (27), ფარიდი (17+15 მოხსნა), მუდიაი (13+9 პასი), ლოვერნი (12), ჰარისი (11).
ო: დურანტი (30+12 მოხსნა), უესტბრუკი (27+12 პასი), კანტერი (25+8 მოხსნა), ადამსი (10), იბაკა (4+10 მოხსნა).
ფინიქსი-ინდიანა 94:97
17:25, 18:19, 26:27, 33:26
ფ: ბუკერი (32), ნაითი (21+8 მოხსნა), ტაკერი (12+10 მოხსნა), ჩენდლერი (3+14 მოხსნა), ლენი (6+12 მოხსნა).
ი: ელისი (20), ჯორჯი (19+8 მოხსნა), ტერნერი (15+4 დაფარება), იანგი (11), რობინსონი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"