დირკმა ლეგენდებს გაასწრო

AutoSharing Option

გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი ნიუ იორკში გაიმართა, მაგრამ "დალასმა" მოულოდნელად ძალიან იოლ გამარჯვებას მიაღწია "მედისონ სკვერ გარდენში". პირველ ტაიმში, სანამ სტაუდმაიერსა და გალინარის თამაში მისდიოდათ, თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ მეორე ნახევარში სტუმრებმა თავიანთი საფირმო დაცვით ამარე ტემპიდან ამოაგდეს. მესამე მეოთხედში სტაუდმაიერმა თამაშიდან ყველა ტყორცნა ააცილა, "დალასმა" კი 26:6 გაქცევა მოაწყო (ამ 26 ქულიდან 21 კიდმა, ბარეამ და ნოვიცკიმ დააგროვეს). ამის წყალობით "კოვბოები" 24 ქულით დაწინაურდნენ და თამაში ფაქტობრივად დასრულებული იყო.

ნოვიცკიმ ამ მატჩში 29 ქულა დააგროვა და კარიერულ 22

ათას ქულას გადაცდა. თანაც, ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ლარი ბერდსა და გარი პეიტონს გაუსწრო და 24-ე ადგილზე აღმოჩნდა. სტატისტიკოსების ინფორმაციით, გერმანელი შედეგიანობის მიხედვით მეოთხე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ დაბადებულ მოთამაშეებს შორის. ის ჩამორჩება ჰაკიმ ოლაჟუონს (ნიგერია), დომინიკ უილიკინსსა (საფრანგეთი) და პატრიკ იუინგს (იამაიკა), მაგრამ უსწრებს ტიმ დანკანს (ვირჯინიის კუნძულები).


პრობლემები აქვს "ნიუ ორლეანს", რომელმაც ზედიზედ 10 მოგების შემდეგ ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო. სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს ოკლაჰომელ ვარსკვლავ კევინ დურანტს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში "ნიუ ორლეანი" წამყვანი მოთამაშეების ტრავმებმა გააწამა. თავიდან გარკვეული ხანი თამაშს გამოეთიშა კრის პოლი, მეორე ნახევარში ფეხი დაიზიანა ტრევორ არიზამ, რომელიც ვეღარ დაბრუნდა მოედანზე.

პოლისა და უესტის კარგი თამაშის წყალობით, "ოკლაჰომა" კარგა ხანი ვერ ახერხებდა გაქცევას. მხოლოდ მეოთხე მეოთხედში შეძლო მასპინძელთა გუნდმა კომფორტული უპირატესობის მიღება. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა დურანტმა, რომელმაც თამაშიდან 19-ჯერ ისროლა და 14 ჩააგდო! 43 ქულა, თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის 73.9 პროცენტი, სამქულიანების - 71.4 პროცენტი და ჯარიმების - 90.9 პროცენტი. ამას დაემატა 10 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი. და მთავარი - დურანტი ბოლო ოთხ მატჩში საშუალოდ 40.8 ქულას აგროვებს.


ბოლო სამი კვირაა ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებს "ჩიკაგო ბულზი" და თუ ასე გააგრძელა, არ არის გამორიცხული, NBA-ის ფინალურ სერიაში აღმოსავლეთიდან სწორედ ეს გუნდი ვიხილოთ. თანაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ "ხარებს" ჟოაკიმ ნოა აკლიათ. ამ სამ კვირაში "ჩიკაგომ" მოუგო "ბოსტონს", "მაიამის", "დალასსა" და "ორლანდოს".

ამჯერად "ბულზს" მოკრძალებული მეტოქე ჰყავდა "კლიპერსის" სახით. თუმცა თამაში ლოს ანჯელესში ჩატარდა და თან კალიფორნიული კლუბი ბლეიკ გრიფინის წყალობით ბოლო დროს ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. გრიფინი ბევრს ცდილობდა ფავორიტის წინააღმდეგ, მარტო პირველ ტაიმში 27 ქულა დააგროვა და საბოლოოდ, სამი შედეგიანი პასი არ ეყო სამმაგი დუბლის გასაფორმებლად, მაგრამ დებიუტანტის მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც ერთხელ წინ გასასვლელად. ეს არც არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ მასპინძელთა მხრიდან სამქულიანებისა (33.3) და ჯარიმების გამოყენების (52.4) დაბალ პროცენტს. როგორც ყოველთვის, "ბულზის" რიგებში საუკეთესო იყო დერიკ როუზი, რომელმაც ამჯერად ორმაგი დუბლი მიითვალა - 32 ქულა და 11 პასი. მას მხარი აუბა ლუოლ დენგმა - 26 ქულა, ხოლო კარლოს ბუზერი და ტაჯ გიბსონი ფარქვეშ ბრძოლაში იყვნენ სასარგებლოები - საერთო გუნდური 41 მოხსნიდან 22 საკუთარ აქტივში ჩაიწერეს.

ცოტა დააკლდა "კლივლენდს" წაგებათა კოშმარული სერიის შესაწყვეტად. "კავალერები" შინ "ინდიანას" ხვდებოდნენ და მართალია, თავიდან ჩამორჩნენ მეტოქეს, მაგრამ მესამე მეოთხედის ბოლოსთვის წინ გასვლა შეძლეს. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე ანგარიში 110:110 იყო, როცა "კლივლენდის" მთელი ხუთეული გრეინჯერის ფინტზე წამოეგო, რომელმაც სამქულიანის ხაზთან უმეთვალყურეოდ დარჩენილი დარენ კოლისონი მონახა და ეს უკანასკნელი ზუსტი იყო. აიენგამ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, ამის შემდეგ კი გამოცდილმა პარკერმა აიღო თავის თავზე თამაში, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, ბოლოს კი ტარებისას ბურთი დაკარგა სეშენსმა და მატჩიც დასრულდა.

"კლივლენდმა" ზედიზედ 22-ედ წააგო. კიდევ ერთი მარცხი და NBA-ის ყველა დროის ანტირეკორდი განმეორდება.


ატლანტა-ტორონტო 100:87
28:24, 26:21, 21:24, 25:18
ა: ჯონსონი (37+8 პასი), სმიტი (18+11 მოხსნა), ჰორფორდი (12+14 მოხსნა+7 პასი).
ტ: ჯონსონი (20+13 მოხსნა), დეროზანი (16), უიმსი (12), ბარნიანი (12), კალდერონი (11+10 პასი).


კლივლენდი-ინდიანა 112:117
25:35, 29:24, 33:30, 25:28
კ: სეშენსი (25+9 პასი), ჯეიმისონი (21+7 მოხსნა), ჰარისი (19+8 მოხსნა), პარკერი (17), ეიენგა (12+5 პასი), ჰიქსონი (10).
ი: გრეინჯერი (23), კოლისონი (22+9 პასი), დანლივი (15), ჰიბერტი (13+10 მოხსნა), ჰენსბრო (13+8 მოხსნა), ჯორჯი (13).


ნიუ ჯერსი-ფილადელფია 92:106
26:28, 18:25, 22:25, 26:28
ნ-ჯ: ჰარისი (16+ 7 პასი), ჰემფრიზი (16+7 მოხსნა), ლოპესი (16), აუთლო (10), მოროუ (10), ფეივორსი (5+11 მოხსნა).
ფ: უილიამსი (26), იგუოდალა (16), ბრენდი (15+10 მოხსნა), მიქსი (15), ჰოლიდეი (11+11 პასი+10 მოხსნა).


დეტროიტი-შარლოტი 87:97
21:25, 20:19, 24:24, 22:29
დ: გორდონი (20), პრინსი (16+5 პასი), მაკგრეიდი (12+8 პასი), დეი (11), მონრო (10+8 მოხსნა).
შ: ჯექსონი (39), ბრაუნი (14+10 მოხსნა), უოლასი (10+9 მოხსნა), ოგუსტინი (10).


ნიუ იორკი-დალასი 97:113
34:27, 18:29, 21:30, 24:27
ნ-ი: გალინარი (27), დაგლასი (22), სტაუდმაიერი (21), ფელტონი (11+9 მოხსნა).
დ: ნოვიცკი (29+11 მოხსნა), ბარიეა (22), ჩენდლერი (15+11 მოხსნა), სტივენსონი (13), ტერი (12), მერიონი (5+10 მოხსნა).


მინესოტა-მემფისი 84:102
20:26, 21:23, 16:30, 27:23
მინ: ბიზლი (19), ელინგტონი (13), ფლინი (11+5 პასი), ლავი (10+10 მოხსნა).
მემ: რენდოლფი (23+13 მოხსნა), გეი (22+7 მოხსნა+7 პასი), იანგი (18+6 პასი), გასოლი (13+7 მოხსნა).


ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 104:93
29:25, 20:30, 32:17, 23:21
ო: დურანტი (43+10 მოხსნა+5 პასი), გრინი (12+7 მოხსნა), უესტბრუკი (10+8 პასი).
ნ-ო: უესტი (20+15 მოხსნა), პოლი (15+5 პასი), ანდერსენი (13), პონდექსტერი (10).


დენვერი-პორტლენდი 109:90
22:23, 23:23, 32:24, 32:20
დ: ნენე (22+10 მოხსნა), ბილაპსი (20+5 პასი), ენტონი (20), სმიტი (16), მარტინი (11+7 მოხსნა).
პ: მეტიუზი (19), ოლდრიჯი (18+9 მოხსნა), ბატუმი (17), მილერი (11+10 პასი), კანინგენი (10).


ფინიქსი-მილუოკი 92:77
25:17, 27:14, 19:22, 21:24
ფ: გორტატი (19+11 მოხსნა), ჰილი (16), დადლი (15+7 მოხსნა), ფრაი (14+13 მოხსნა), ნეში (9+13 პასი).
მ: ილიასოვა (15+9 მოხსნა), მაგეტი (15+8 მოხსნა), ბოიკინსი (14), დელფინო (10).


იუტა-ჰიუსტონი 96:97
26:30, 29:24, 27:25, 14:18
ი: ჯეფერსონი (20+12 მოხსნა), მილსეპი (20+11 მოხსნა), მაილზი (18), უოტსონი (11+9 მოხსნა+8 პასი), ჰეივორდი (10).
ჰ: მარტინი (22), ლაური (16+5 პასი), სკოლა (14+7 მოხსნა), ბრუქსი (14), ჰეისი (13+12 მოხსნა), ბადინგერი (10).


კლიპერსი-ჩიკაგო 88:106
23:28, 26:27, 22:27, 17:24
კ: გრიფინი (32+13 მოხსნა+7 პასი), გომესი (16), ფოიე (14), დევისი (10).
ჩ: როუზი (32+11 პასი), დენგი (26+5 პასი), ბუზერი (16+10 მოხსნა).

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული