კობიმ ისევ ბევრი ბურთი ააცილა, თუმცა 19 ქულამდე ასვლა მაინც შეძლო. ლებრონ ჯეიმსმა კი 29 ქულა დააგროვა და კარიერული მონაგარი 26188 ქულამდე აიყვანა. ამით ის მე-15 ადგილზე გადავიდა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში. ჯეიმსმა პოლ პირსს გაუსწრო, მისი შემდეგი სამიზნეები კი ტიმ დანკანი და ჯონ ჰავლიჩეკი არიან, რომლებსაც, შესაბამისად,
- ძალიან გაუჭირდა აღმოსავლეთ ტურნეში მყოფ "სან ანტონიოს" "ორლანდოს" დამარცხება. "სპურსი" ამ სეზონში იმდენად იშვიათად თამაშობს დაძაბულ ბოლო წამებს, რომ აღარ კი გვახსოვს, როგორ მოქმედებს ასეთ დროს გრეგ პოპოვიჩის გუნდი. ამჯერად, 96:96-ზე ბოლო ტყორცნის უფლება კავაი ლეონარდს მიენიჭა, რომელმაც ფინტით იოლად ჩამოიცილა აარონ გორდონი და დაახლოებით ექვსნახევარი მეტრიდან ჩააგდო ბაზერ-ბიტერი, მეტოქეს კი მხოლოდ ცხრა მეათედი წამი დაუტოვა პასუხის გასაცემად.
- ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი ბოსტონში გაიმართა. "სელტიქსმა" აიზია ტომასის წარმატებული თამაშის წყალობით გამოსტაცა გამარჯვება "კლიპერსს". ტომასმა ჯერ ძირითად დროში გადაარჩინა თავისი გუნდი, როცა "სელტიქსი" 3.17 წამით ადრე ექვს ქულას აგებდა, მაგრამ აიზიამ თავისი გუნდის ბოლო 11 ქულიდან რვა თავის ანგარიშზე ჩაიწერა და თავად გადაიყვანა მატჩი ოვერტაიმში. დამატებით დროში კი ტომასა პარტნიორებს სამი შედეგიანი გადაცემა დაურიგა.
ამ მატჩში "კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა 13 შედეგიანი პასი შეასრულა და კარიერაში საერთო მაჩვენებელი 7400 გადაცემამდე აიყვანა. ამით პოლმა მორის ჩიქსს გაუსწრო და ყველა დროის სიაში მე-11 ადგილზე გადავიდა. მოქმედი კალათბურთელებიდან კრისზე ზემოთ მხოლოდ ანდრე მილერია (8494 შედეგიანი პასი).
- "ბრუკლინმა" პირწმინდად დათმო მატჩი შინ "მემფისთან". ბრუკლინელმა ჯო ჯონსონმა თამაშიდან სამჯერ ესროლა და ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო. ამით შეწყდა მისი სარეკორდო მოქმედი სერია, რომელიც 937 მატჩს უტოლდებოდა. ამ სერიის განმავლობაში, ჯონსონი თამაშიდან მინიმუმ ერთ სროლას ათავსებდა კალათში. ეს სერია 2003 წლის 6 დეკემბრიდან იღებდა სათავეს.
ახლა, ყველაზე გრძელი სერია ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნის - 854 მატჩი.
- 52-ე მატჩი ჩაატარა სეზონში "გოლდენ სტეიტმა" და 48-ე გამარჯვებას მიაღწია. "ყველა ვარსკვლავის მატჩის" პაუზამდე, "მეომრებმა" თამაშების 92.3 პროცენტი მოიგეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში. ადრე, ამ მაჩვენებლით რეკორდი 1966-67 წლების სეზონის "ფილადელფიას" ჰქონდა - მოგებების 90.7 პროცენტი "ოლ სტარის" უქმეებამდე.
იმისთვის, რომ ერთ სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით "ჩიკაგოს" რეკორდი დაამხოს, "გოლდენ სტეიტს" რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილ 30 მატჩში 25 მოგება სჭირდება.
"ფინიქსში" არსებულ კრიზისზე კი კარგად მეტყველებს ამ გუნდის სათადარიგოთა სკამზე მომხდარი ინციდენტი. ერთ-ერთი ტაიმ-აუტის დროს, მარკიფ მორისმა მუშტი-კრივი გაუმართა თანაგუნდელ არჩი გუდვინს. თანაგუნდელები დროულად ჩადგნენ შუაში, თორემ გუდვინს კარგი დღე არ დაადგებოდა, არადა, რთული სათქმელია ასეთი რა დააშავა მან, რადგან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო თავისიანებში.
მოიშორეთ სოციალური ქსელი
"გოლდენ სტეიტთან" მტკივნეული მარცხის შემდეგ, "სან ანტონიო სპურსის" ფორვარდმა ლამარკუს ოლდრიჯმა "ტვიტერზე" საკუთარი აკაუნტი გააუქმა. ფანები ძალიან ბევრ ნეგატივს წერდნენ და კალათბურთელს ეს ყელში ამოუვიდა.სოციალური ქსელისგან განთავისუფლების შემდეგ, ლამარკუსი თავისუფალ დროს საკუთარი თამაშის სრულყოფას უთმობს. და ფაქტიც სახეზეა - "ტვიტერის" გაუქმების შემდეგ, ოლდრიჯის საშუალო შედეგიანობა მატჩში ცხრა ქულით გაიზარდა.
გასულ კვირას მან კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო, თვის დასაწყისში კი, "ნიუ ორლეანთან" მატჩში, 38 ქულა დააგროვა და შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
ინდიანა-შარლოტი 95:117
25:25, 18:35, 27:29, 25:28
ი: ჯორჯი (22+6 პასი), ჯორჯ ჰილი (12), ელისი (10), ტერნერი (10).
შ: უოკერი (25), ლემბი (16), ლინი (14), ბატუმი (11), ზელერი (11+11 მოხსნა).
ორლანდო-სან ანტონიო 96:98
23:29, 28:21, 28:17, 17:31
ო: ფურნიე (28), ვუჩევიჩი (20+13 მოხსნა), ოლადიპო (14), პეიტონი (13+7 პასი), ჰეზონია (12), გორდონი (4+14 მოხსნა).
ს-ა: ლეონარდი (29), ოლდრიჯი (21), მილსი (17+7 პასი), გრინი (12).
ფილადელფია-საკრამენტო 110:114
30:24, 33:24, 24:27, 23:39
ფ: კოვინგტონი (29+6 ჩაჭრა), ოკაფორი (26+10 მოხსნა), სტაუსკასი (16), სმიტი (5+10 პასი).
ს: კაზინსი (28+12 მოხსნა), კოლისონი (25), გეი (22), რონდო (14+15 პასი).
ბოსტონი-კლიპერსი 139:134 (ო)
33:37, 38:27, 27:27, 24:31, 17:12
ბ: ტომასი (36+11 პასი), სალინჯერი (21+11 მოხსნა+7 პასი), კრაუდერი (19), ბრედლი (18), სმარტი (17), ტერნერი (14+6 პასი).
კ: პოლი (35+13 პასი), რედიკი (27), ჯორდანი (21+16 მოხსნა), კროუფორდი (18), სტივენსონი (12).
ბრუკლინი-მემფისი 90:109
27:22, 18:28, 18:39, 27:20
ბ: ლოპესი (20), ელინგტონი (18), ბოგდანოვიჩი (11),იანგი (10+9 მოხსნა), ბრაუნი (10).
მ: კონლი (20), გრინი (18), რენდოლფი (15+6 პასი), გრინი (13), კარტერი (11),ლი (10), ჩელმერსი (10).
დეტროიტი-დენვერი 92:103
22:20, 31:32, 18:23, 21:28
დეტ: მორისი (19+6 პასი), ჯენინგსი (16), დრამონდი (15+17 მოხსნა+5 დაფარება), ჯონსონი (11), ბეინსი (10).
დენ: ბარტონი (20), ნურკიჩი (16+11 მოხსნა), გალინარი (15), მუდიაი (14+6 პასი), ფარიდი (12), ჰარისი (11).
კლივლენდი-ლეიკერსი 120:111
35:25, 29:22, 29:27, 27:37
კ: ირვინგი (35+7 პასი), ჯეიმსი (29+11 პასი), ტომპსონი (15+13 მოხსნა).
ლ: უილიამსი (28), კლარკსონი (22+7 პასი), ბრაიანტი (17), რასელი (15).
ჩიკაგო-ატლანტა 90:113
29:28, 19:25, 25:38, 17:22
ჩ: პ. გასოლი (20+10 მოხსნა), მაკდერმოტი (17), როუზი (14), პორტისი (12+10 მოხსნა).
ა: შრიოდერი (18), ტიგი (17+8 პასი), ჰორფორდი (16), მილსეპი (15), მუსკალა (11), კორვერი (10), სეფოლოშა (10), კოტი (10).
მინესოტა-ტორონტო 117:112
26:32, 29:36, 33:21, 29:23
მ: თაუნსი (35+11 მოხსნა), უიგინსი (26), რუბიო (19+8 პასი), დიენგი (14+10 მოხსნა+6 პასი), ლავინი (13).
ტ: დეროზანი (35), ლოური (14+7 პასი), ვალანჩუნას (12), როსი (11).
ნიუ ორლეანი-იუტა 100:96
20:22, 27:23, 24:32, 29:19
ნ-ო: ჰოლიდეი (21+9 პასი), დევისი (19), კოული (11), აჟინკა (8+11 მოხსნა).
ი: ფეივორსი (29), ჰეივორდი (21), ჰუდი (15), გობერი (12+14 მოხსნა).
ფინიქსი-გ. სტეიტი 104:112
28:29, 15:28, 32:34, 29:21
ფ: გუდვინი (20), მორისი (19), ბუკერი (15+10 პასი), ტელეტოვიჩი (14), ჩენდლერი (13+10 მოხსნა).
გ-ს: კარი (26+9 მოხსნა+9 პასი), ტომპსონი (24+5 ჩაჭრა), ბარბოზა (12).
პორტლენდი-ჰიუსტონი 116:103
29:29, 28:17, 35:35, 24:22
რ: ლილარდი (31+9 პასი), ჰარკლესი (19+13 მოხსნა), მაკალუმი (14), ლეონარდი (14), ჰენდერსონი (13), ამინუ (11).
ჰ: ჰარდენი (34+9 მოხსნა+11 პასი), ჰოვარდი (28+13 მოხსნა), კაპელა (1+10 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"