"ორლანდო მეჯიქმა" ფორვარდი ტობიას ჰარისი "დეტროიტ პისტონზში" გაუშვა, სანაცვლოდ კი გამთამაშებელი ბრენდონ ჯენინგსი და ფორვარდი ერსან ილიასოვა მიიღო.
ჰარისი მეოთხე სეზონს ატარებდა "მეჯიქში" და საშუალოდ, 13.7 ქულასა და 7.0 მოხსნას აგროვებდა.
მიმდინარე სეზონში ილიასოვას სტატისტიკა 11.3 ქულა და 5.4 მოხსნაა, ჯენინგსისა - 6.8 ქულა და 3.0 შედეგიანი პასი.
* * *
კიდევ ერთი ტრეიდი შედგა სამ გუნდს შორის და მასში ოთხმა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა.
"მემფისმა" შემტევი მცველი კორტნი ლი "შარლოტში" გაუშვა, სანაცვლოდ მიიღო
გამთამაშებელმა ბრაიან რობერტსმა "შარლოტიდან" "მაიამიში" გადაინაცვლა, ხოლო მაიამელებმა "მემფისს" დაუთმეს კრის ანდერსენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"