NBA. რეგულარული სეზონი: რეკორდს საფრთხე დაემუქრა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მთავარ მიზანს რეგულარულ სეზონში საფრთხე დაემუქრა.

"მეომრები", რომლებიც სეზონში მოგებების რაოდენობის მიხედვით "ჩიკაგოს" "სამუდამო" რეკორდს" ემუქრებიან, შაბათს, საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ "ბოსტონთან" და საქმე გაირთულეს. ახლა, რეგულარულის ბოლომდე დარჩენილ ექვს მატჩში "გოლდენ სტეიტს" ხუთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ 73 გამარჯვებით დაასრულოს ჩემპიონატი.

"ბოსტონთან" წაგებით შეწყდა "უორიორზის" ფანტასტიკური სერია - შინ ზედიზედ 54 მოგება. "გოლდენ სტეიტის" ბოლო საშინაო მარცხი 2015 წლის 27 იანვარით თარიღდებოდა, როცა ოვერტაიმში 111:113 წააგო "ჩიკაგოსთან".

მატჩის მშვენება გამოდგა სტეფ კარისა და აიზია ტომასის დუელი მესამე მეოთხედში.
ტომასმა ამ 12-წუთეულში 18 ქულა ჩააგდო, კარიმ კი ექვსი სამქულიანი მოათავსა კალათში. სწორედ აღნიშნულ მეოთხედში მოახერხა "ბოსტონმა" მცირე სხვაობით წინ გასვლა და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

საფინალო სირენამდე რვა წამით ადრე, სწორედ აიზიამ ჩააგდო გადამწყვეტი ტყორცნა, ხოლო 5.4 წამით ადრე კარის ისროლა სამქულიანი, რომელსაც შეეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ ააცილა.

როგორც უკვე ვთქვით, "გოლდენ სტეიტს" რეკორდის დასამყარებლად ექვსიდან ხუთი მოგება სჭირდება. მართალია, ამ ექვსიდან ოთხს შინ თამაშობს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ "უორიორზს" ორჯერ უწევს შეხვედრა "სან ანტონიოსთან". ჩემპიონის დარჩენილი მატჩების განრიგი ასეთია:

4 აპრილი. გოლდენ სტეიტი-პორტლენდი
6 აპრილი. გოლდენ სტეიტი-მინესოტა
8 აპრილი. გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო
10 აპრილი. მემფისი-გოლდენ სტეიტი
11 აპრილი. სან ანტონიო-გოლდენ სტეიტი
14 აპრილი. გოლდენ სტეიტი-მემფისი

* * *
გასული უქმეების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ლებრონ ჯეიმსის წინსვლა ყველა დროის სნაიპერთა სიაში. გუშინ, ლებრონმა 29 ქულა დააგროვა "ატლანტას" წინააღმდეგ მატჩში და საერთო კარიერული მონაგარი 26 718 ქულამდე აიყვანა. ამით მან გაასწრო ოსკარ რობერტსონს და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

ლებრონის შემდეგი სამიზნე ჰაკიმ ოლაჟუონია 26 946 ქულით, ხოლო მოქმედი კალათბურთელებიდან მასზე წინ არიან მხოლოდ დირკ ნოვიცკი (29 395) და კობი ბრაიანტი (33 464).

* * *
და კიდევ, "შარლოტთან" წაგების შემდეგ, "ფილადელფია" ოფიციალურად გახდა მიმდინარე რეგულარულის ბოლოადგილოსანი. გუნდს ცხრა მოგება და 66 წაგება აქვს.

შესაბამისად, "სიქსერზს" ექნება ყველაზე მაღალი შანსი - 2016 წლის დრაფტზე პირველ ნომრად არჩევის უფლება მიიღოს. ეს შანსი 25 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, 64 პროცენტია იმის შანსი, რომ "ფილადელფიას" TOP3-ში არჩევის უფლება ერგოს.

1 აპრილი
შარლოტი-ფილადელფია 100:91
25:25, 34:25, 22:16, 19:25
შ: უოკერი (27+11 მოხსნა), ბატუმი (19), ჯეფერსონი (13).
ფ: გრანტი (17), ტომპსონი (17), ლენდრი (16), ბრენდი (13+11 მოხსნა), სტაუსკასი (11), კოვინგტონი (6+10 მოხსნა).

დეტროიტი-დალასი 89:98
25:25, 11:26, 25:20, 28:27
დეტ: მორისი (31+12 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (15), ჰარისი (14), დრამონდი (12+17 მოხსნა), ჯექსონი (11+10 პასი).
დალ: ბარეა (29), ნოვიცკი (19), მეტიუზი (17), ჰარისი (13), ფაჩულია (6+11 მოხსნა).

ნიუ იორკი-ბრუკლინი 105:91
18:17, 29:29, 30:24, 28:21
ნ-ი: ჰელოუეი (18), უილიამსი (16), გრანტი (14), ენტონი (13), სერაფინი (12).
ბ: კილპატრიკი (17), ლოპესი (16), ბრაუნი (16), რობინსონი (14+13 მოხსნა+5 ჩაჭრა).

ატლანტა-კლივლენდი 108:110 (ო)
23:32, 18:23, 30:22, 25:19, 12:14
ა: მილსეპი (29+12 მოხსნა), ტიგი (28+9 პასი), ჰორფორდი (14), კორვერი (14), ბეიზმორი (7+12 მოხსნა+3 დაფარება).
კ: ჯეიმსი (29+16 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა), ირვინგი (20), ლავი (15), სმიტი (12), შამპერტი (11), ტომპსონი (9+14 მოხსნა).

მემფისი-ტორონტო 95:99
23:27, 30:18, 19:29, 23:25
მ: რენდოლფი (16), სტივენსონი (12), მანფორდი (12), ფარმარი (12), ალენი (10+3 ჩაჭრა), გრინი (10), კარტერი (10).
ტ: დეროზანი (27), ლაური (22), პაუელი (14), როსი (12), ვალანჩუნასი (11+14 მოხსნა+7 დაფარება+3 ჩაჭრა).

მილუოკი-ორლანდო 113:110
31:22, 27:35, 26:28, 29:25
მ: პარკერი (26), ანტენტოკუნმპო (18+11 მოხსნა+11 პასი+3 დაფარება), მონრო (18), მიდლტონი (18+5 ჩაჭრა), ენისი (15), პლამლი (12).
ო: ვუჩევიჩი (22), ოლადიპო (18+5 ჩაჭრა+4 დაფარება), გორდონი (14), ფურნიე (14), ნიკოლსონი (13), ჰეზონია (11), პეიტონი (6+10 პასი).

იუტა-მინესოტა 98:85
25:24, 26:25, 26:19, 21:17
ი: ჰეივორდი (22), ლაილსი (18), ჰუდი (17), მაკი (16), გობერი (10+14 მოხსნა+3 დაფარება).
მ: უიგინსი (24), თაუნსი (17+11 მოხსნა), ბიელიცა (15), მუჰამადი (10).

საკრამენტო-მაიამი 106:112
24:39, 24:27, 28:26, 30:20
ს: კოლისონი (26), კარი (21), გეი (20+13 მოხსნა), კუფოსი (12), რონდო (5+10 პასი).
მ: გრინი (30+3 ჩაჭრა), დრაგიჩი (18), დენგი (17), ჯონსონი (14+8 პასი), უინსლოუ (12), უაიტსაიდი (6+13 მოხსნა+3 დაფარება).

გ. სტეიტი-ბოსტონი 106:109
23:21, 20:24, 36:37, 27:27
გ-ს: კარი (29), გრინი (16+6 ჩაჭრა), ტომპსონი (15), ბარნსი (14), ბარბოზა (10).
ბ: ტომასი (22), ტერნერი (21+3 ჩაჭრა), სალინჯერი (20+12 მოხსნა), ბრედლი (15).

ფინიქსი-ვაშინგტონი 99:106
26:25, 26:25, 27:27, 20:29
ფ: ტელეტოვიჩი (24+12 მოხსნა), ტაკერი (18+10 მოხსნა), ბუკერი (14), ჩენდლერი (11+15 მოხსნა).
ვ: უოლი (22+10 პასი), მორისი (21+4 დაფარება), ბილი (21), გორტატი (11+11 მოხსნა), პორტერი (11).

2 აპრილი
ფილადელფია-ინდიანა 102:115
28:28, 21:33, 28:13, 25:41
ფ: კენანი (24), გრანტი (20), ლენდრი (19), სმიტი (12), ბრენდი (2+10 მოხსნა).
ი: მაილზი (25), ჯორჯი (20), სტაკი (17), ელისი (12), ჯორჯ ჰილი (11), მაინმი (9+12 მოხსნა), ტერნერი (8+10 მოხსნა).

ჩიკაგო-დეტროიტი 90:94
27:26, 18:20, 20:24, 25:24
ჩ: ბატლერი (28+17 მოხსნა+12 პასი), პ. გასოლი (16+14 მოხსნა+4 დაფარება), ბრუქსი (14).
დ: ჯექსონი (22), ჰარისი (21), მორისი (16), კოლდუელ-პოუპი (13), დრამონდი (11+11 მოხსნა).

სან ანტონიო-ტორონტო 102:95
26:18, 29:28, 16:20, 31:29
ს-ა: ლეონარდი (33), ოლდრიჯი (31+15 მოხსნა), დანკანი (5+11 მოხსნა).
ტ: პაუელი (17), ჯოზეფი (16), ვალანჩუნასი (16), როსი (13), რაიტი (12), პატერსონი (12).

დენვერი-საკრამენტო 106:115
27:23, 35:32, 26:29, 18:31
დ: ჰარისი (19), მუდიაი (15), ლოვერნი (15), ტუპანი (14), იოკიჩი (6+13 მოხსნა).
ს: გეი (25), სეტ კარი (17), კოლისონი (14+8 პასი), მაკლემორი (14), კოული-სტაინი (14), ანდერსონი (13), კუფოსი (13).

პორტლენდი-მაიამი 110:93
20:22, 39:20, 28:25, 23:26
პ: მაკალუმი (24), ლილარდი (18), პლამლი (17), ჰენდერსონი (17), ჰარკლესი (14), დევისი (2+11 მოხსნა).
მ: უაიტსაიდი (20+13 მოხსნა+4 დაფარება), დრაგიჩი (15), დენგი (14+13 მოხსნა), ჯონსონი (13), რიჩარდსონი (12).

პლეი ოფის კონტურები
აღმოსავლეთი
კლივლენდი (1)-ინდიანა (8)
ტორონტო (2)-დეტროიტი (7)
შარლოტი (3)-მაიამი (6)
ატლანტა (4)-ბოსტონი (5)

დასავლეთი
გ. სტეიტი (1)-იუტა (8)
სან ანტონიო (2)-დალასი (7)
ოკლაჰომა (3)-პორტლენდი (6)
კლიპერსი (4)-მემფისი (5)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული