ლებრონი: ზედიზედ მესამედ MVP?

AutoSharing Option

"ინდიანა პეისერსთან" მატჩის შემდეგ, რომელშიც "მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა 41 ქულა დააგროვა, ბევრი სპეციალისტი ალაპარაკდა იმაზე, რომ "მეფემ" ისევ დაუმიზნა სეზონის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულს.

სწორედ ამ აზრამდე მივყავართ "მაიამის" ფორვარდის ბოლოდროინდელ თამაშს. პირველი იანვრიდან მოყოლებული, ლებრონის სტატისტიკური მაჩვენებლები მკვეთრად ამაღლდა. ჯეიმსი ლიდერობს ლიგას საშუალო შედეგიანობის მხრივ - 30.6 ქულა. ამას ემატება 8.6 მოხსნა და 7.5 შედეგიანი პასი. იანვარში ლებრონმა ფიზიკურადაც მოუმატა და პერიოდულად მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გვევლინება.
MVP-ის პრიზისთვის ბრძოლაზე კალათბურთელი ასეთ კომენტარს აკეთებს: "მე ჩემს სტილში ვთამაშობ. ეს

არის ჩემი კალათბურთი. სეზონის დასაწყისში გამიჭირდა, რადგან ახალ პარტნიორებთან და ახალ სიტუაციასთან შეგუება მჭირდებოდა. გარკვეული დრო იყო საჭირო ადაპტაციისთვის. მაგრამ ახლა ძველებურად ავთამაშდი. ვიპოვნე ის თამაში, რომელსაც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ვაჩვენებდი".
"რაც შეეხება MVP-ის პრიზს, უნდა დაველოდოთ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებას. იქ გამოჩნდება ყველაფერი", - დაამატა ლებრონ ჯეიმსმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული