თურქი ისევ თამაშგარეშია

AutoSharing Option

კვლავ გამოეთიშა რეგულარულ ჩემპიონატს "იუტა ჯაზის" ცენტრი მეჰმეთ ოქური. თურქ კალათბურთელს სამკვირიანი სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსი დაუნიშნეს.

ორი დღის წინ ოქურმა ზურგის არეში ქრონიკული ტკივილით ექიმს მიაკითხა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ოქური დაამშვიდეს - ოპერაცია საჭირო არ არის და ტრავმის მკურნალობას სპეციალური კურსიც უშველის. ლაპარაკია სამკვირიან ინტენსიურ თერაპიაზე, რომლის დროსაც კალათბურთელი ზურგის კუნთების გამყარებაზე იმუშავებს. გუნდთან ერთად ვარჯიში მეჰმეთს აკრძალული აქვს.

 

შეგახსენებთ, რომ "იუტას" ცენტრმა წლევადელი სეზონის სტარტი გამოტოვა - მაშინ ამის მიზეზი აქილევსის მყესთან დაკავშირებული პრობლემები იყო. რეგულარულში 13 შეხვედრის ჩატარების შემდეგ,

ოქური ისევ თამაშგარეშია - ამჯერად ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

გუნდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მკურნალობა შედეგს მოიტანს და ოქური პლეი ოფამდე ჩადგება მწყობრში.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული