კობის წამოცდა: ევროპაში ვითამაშებ!

AutoSharing Option

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი პირად საუბრებში კატეგორიული ტონით გამოეხმაურა ლიგაში მოსალოდნელ ლოკაუტს. კერძოდ, NBA-ის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა პარტნიორებთან მომავალი კოლექტიური ხელშეკრულების რამდენიმე დეტალის განხილვისას განაცხადა, რომ სეზონის გაუქმების შემთხვევაში გაისად ევროპაში გააგრძელებს თამაშს.
ბრაიანტის იდეის მოსმენის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსის" იტალიელმა ლეგიონერმა დანილო გალინარიმ იხუმრა, რომ კობის მიბაძავს და მასთან ერთად გაემგზავრება იტალიაში. შეგახსენებთ, რომ კობიმ ბავშვობის ნაწილი აპენინებზე გაატარა, სადაც მამამისი ჯო ბრაიანტი პროფესიულ დონეზე თამაშობდა.
"ლეიკერსის" მოთამაშემ, რომელმაც გუნდის ლიდერთან თავისი საუბრის შესახებ ჟურნალისტებს მოუყვა, ინკოგნიტოდ

დარჩენა ისურვა.

* * *

დამაიმედებელი ინფორმაცია გავრცელდა "დალას მავერიქსის" ბანაკიდან. ამ გუნდის მსუბუქი ფორვარდის კერონ ბატლერის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და კალათბურთელი პლეი ოფის მატჩებისთვის აპირებს მოედანზე დაბრუნებას.
"საქმე კარგადაა. აღდგენითი პროცესი სწრაფად მიდის, - აღნიშნა ბატლერმა. - ჩემი მიზანი - პლეი ოფია. ვფიქრობ, შევძლებ იმ დროისთვის დაბრუნებას. სხეული ნორმალურად რეაგირებს მკურნალობაზე და ჯერჯერობით არანაირი რეციდივი არ ყოფილა".
ბატლერს იმედი აქვს, რომ რამდენიმე დღეში დაიწყებს სირბილსა და სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშს, სრულფასოვან საკალათბურთო მეცადინეობას კი სამ-ოთხ კვირაში განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ ექიმების წინა შეფასებით, "დალასის" ერთ-ერთ ლიდერს წესით ამ სეზონში აღარ უნდა ეთამაშა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული