პაუ გასოლს ზიკასი ეშინია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მძიმე ფორვარდი პაუ გასოლი ზიკას ვირუსს უფრთხის და, შესაძლოა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე არ გაემგზავროს.

"ამჟამად, ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. წავიდე თუ არა - ჯერ არ მაქვს გარკვეული. ყველაზე მთავარია იმ სპორტსმენებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობა, რომლებიც რიოში მიემგზავრებიან.

მე მაქვს დახურული ინფორმაცია, რომელიც უკვე გავუზიარე ნაკრებში ჩემს პარტნიორებსა და სხვა ესპანელ სპორტსმენებს. იმედი მაქვს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საჯაროდ მოუყვება ყველას არსებული რისკების შესახებ", - განაცხადა პაუ გასოლმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული