NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-7 მატჩი სარეკორდო გამოდგა

AutoSharing Option
დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეშვიდე მატჩს "გოლდენ სტეიტსა" და "ოკლაჰომას" შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ტელეაუდიტორია ჰყავდა ისტორიაში.

Turner Sports-ის ინფორმაციით, ტელეტრანსლაციის რეიტინგმა 11.2 შეადგინა, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია NBA-სთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე სერიის მეექვსე მატჩის რეიტინგი 7.9-ს გაუტოლდა. ეს იყო ყველაზე მაღალი რეიტინგი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2015-16 წლების სეზონისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისტორია გადაწერა გოლდენმა! არანორმალურად ძლიერი გუნდია, ისეთი, რომელსაც 100 % -ით ზუსტი ტაქტიკაც რომ დაუპირისპირო ვერაფერს გახდები. ლებრონის ძალა 1-2 თამაშს აუცილებალდ გადაწონის, მაგრამ 4 თამაშს ამ გუნდს ვერავინ მოუგებს
levan
14:58 02-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული