NBA-ს ყველა გარიგება: სატრანსფერო ცხრილი

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ფორვარდი ჰარისონ ბარნსი "დალასში" გააგრძელებს კარიერას. 24 წლის კალათბურთელმა ტეხასურ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჯამში 94 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ეს არის მაქსიმალური ხელშეკრულება ბარნსისთვის, რომელიც "უორიორზში" ვარსკვლავური პარტნიორების ჩრდილში იყო მოქცეული.

გასულ რეგულარულ სეზონში ფორვარდმა 66 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 11.7 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.8 შედეგიანი პასი დააგროვა.

* * *
ესპანელი გამთამაშებელი სერხიო როდრიგესი მომავალ სეზონს "ფილადელფიას" რიგებში გაატარებს. მცველმა ამერიკულ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა და რვა მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

30 წლის როდრიგესს ადრეც
უთამაშია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში - "პორტლენდის", "საკრამენტოსა" და "ნიუ იორკის" შემადგენლობაში და ჯამში 290 მატჩი ჩაატარა. 2010 წლიდან როდრიგესი "რეალის" შემადგენლობაში გამოდიოდა და 2015 წელს, ამ კლუბთან ერთად ევროლიგა მოიგო. გარდა ამისა, სერხიო ორჯერ აღიარეს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ, იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებში.

* * *
"მაიამიმ" თავის ლიდერს დუეინ უეიდს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ჯამში 40 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ 34 წლის უეიდი მზად არის - კარიერაში პირველად შეიცვალოს კლუბი და დატოვოს "მაიამი", რადგან წელიწადში მინიმუმ 20 მილიონის მიღება სურს. უეიდის მიმართ დაინტერესებას "ნიუ იორკი" და "მილუოკი" გამოთქვამდნენ.

სხვათა შორის, ამგვარი გარიგების მიხედვითაც უეიდი მაინც ვერ იქნება "მაიამის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, რადგან "ჰიტმა" ოთხწლიანი კონტრაქტი დაუდო ჰასან უაიტსაიდს და მას 96 მილიონ დოლარს გადაუხდის.

* * *
- გამთამაშებელმა რამონ სეშენსმა "შარლოტ ჰორნეტსის" წინადადება მიიღო. ექს-ვაშინგტონელი ორი წლის განმავლობაში 12.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

- დერონ უილიამსი კიდევ ერთი წლით დარჩება "დალასში". გამთამაშებელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც მას 10 მილიონ დოლარს მოუტანს.

- "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ყოფილი მონაწილე როი ჰიბერტი ერთწლიან და 5-მილიონიან კონტრაქტზე მოელაპარაკა "შარლოტს".

- გამთამაშებელი სეტ კარი "დალასის" მოთამაშე გახდა. სტეფ კარის ძმა "მავერიქსს" ორწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა და ჯამში ექვს მილიონ დოლარს მიიღებს.

ტრანსფერების ცხრილი

აღმოსავლეთი
კლივლენდი
წავიდნენ: ტიმოფეი მოზგოვი (ლეიკერსი).

ტორონტო
მოვიდნენ: იაკოპ პელტლი (დრაფტი, 9), პასკალ სიაკამი (დრაფტი, 27);
წავიდნენ: ბისმაკ ბიიომბო (ორლანდო).

მაიამი
წავიდნენ: ლუოლ დენგი (ლეიკერსი), ჯო ჯონსონი (იუტა).

ატლანტა
მოვიდნენ: ტორინ პრინსი (დრაფტი, 12), დეანდრე ბემბრი (დრაფტი, 21), დუაიტ ჰოვარდი (ჰიუსტონი), მალკოლმ დილეინი (ლოკომოტივ-ყუბანი);
წავიდნენ: ელ ჰორფორდი (ბოსტონი), ჯეფ ტიგი (ინდიანა).

ბოსტონი
მოვიდნენ: ჯეილენ ბრანი (დრაფტი, 3), გერშონ იაბუსელე (დრაფტი, 16), ანტე ჟიჟიჩი (დრაფტი, 23), ელ ჰორფორდი (ატლანტა);
წავიდნენ: ევან ტერნერი (პორტლენდი).

შარლოტი
მოვიდნენ: მარკო ბელინელი (საკრამენტო), რამონ სეშენსი (ვაშინგტონი), როი ჰიბერტი (ლეიკერსი);
წავიდნენ: ელ ჯეფერსონი (ინდიანა), ჯერემი ლინი (ბროკლინი), კორტნი ლი (ნიუ იორკი).

ინდიანა
მოვიდნენ: ჯეფ ტიგი (ატლანტა), ტადეუს იანგი (ბრუკლინი), ელ ჯეფერსონი (შარლოტი);
წავიდნენ: ჯორჯ ჰილი (იუტა), იან მაინმი (ვაშიგტონი), სოლომონ ჰილი (ნიუ ორლეანი).

დეტროიტი
მოვიდნენ: ჰენრი ელენსონი (დრაფტი, 18), იშ სმიტი (ფილადელფია), კემერონ ბეირსტოუ (ჩიკაგო), ჯონ ლუერი (ფინიქსი);
წავიდნენ: ჯოდი მიქსი (ორლანდო), სპენსერ დინუიდი (ჩიკაგო), ენტონი ტოლივერი (საკრამენტო).

ჩიკაგო
მოვიდნენ: დენზელ ვალენტაინი (დრაფტი, 14), რადონ რონდო (საკრამენტო), რობინ ლოპესი (ნიუ იორკი), ჯერიან გრანტი (ნიუ იორკი), ხოსე კალდერონი (ნიუ იორკი), სპენსერ დინუიდი (დეტროიტი);
წავიდნენ: დერიკ როუზი (ნიუ იორკი), პაუ გასოლი (სან ანტონიო), ჟოაკიმ ნოა (ნიუ იორკი), ჯასტინ ჰოლიდეი (ნიუ იორკი), კემერონ ბეირსტოუ (დეტროიტი), ეტან მური (ნიუ ორლეანი).

ვაშინგტონი
მოვიდნენ: იან მაინმი (ინდიანა), ტრეი ბერკი (იუტა), ენდრიუ ნიკოლსონი (ორლანდო), ტომაშ სატორანსკი (ბარსელონა);
წავიდნენ: ჯარედ დადლი (ფინიქსი), გარეტ ტემპლი (საკრამენტო), რამონ სეშენსი (შარლოტი).

ორლანდო
მოვიდნენ: სერჟ იბაკა (ოკლაჰომა), ჯეფ გრინი (კლიპერსი), ბისმაკ ბიიომბო (ტორონტო), დი ჯეი ოგასტინი (დენვერი), ჯოდი მიქსი (დეტროიტი);
წავიდნენ: ვიქტორ ოლადიპო (ოკლაჰომა), ერსან ილიასოვა (ოკლაჰომა), ენდრიუ ნიკოლსონი (ვაშინგტონი).

მილუოკი
მოვიდნენ: ტონ მეიკერი (დრაფტი, 10), მირზა ტელეტოვიჩი (ფინიქსი);
წავიდნენ: ჯარედ ბეილესი (ფილადელფია).

ნიუ იორკი
მოვიდნენ: დერიკ როუზი (ჩიკაგო), ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო), კორტნი ლი (შარლოტი), ჯასტინ ჰოლიდეი (ჩიკაგო);
წავიდნენ: არონ აფლალო (საკრამენტო), რობინ ლოპესი (ჩიკაგო), ჯერიან გრანტი (ჩიკაგო), ხოსე კალდერონი (ჩიკაგო), ტონი როტენი (მემფისი).

ბრუკლინი
მოვიდნენ: კარის ლევერტი (დრაფტი, 20), ჯერემი ლინი (შარლოტი), ჯასტინ ჰემილტონი (ვალენსია), ტრევორ ბუკერი (იუტა);
წავიდნენ: ჯარეტ ჯეკი (?), ტადეუს იანგი (ინდიანა).

ფილადელფია
მოვიდნენ: ბენ სიმონსი (დრაფტი, 1), ტიმოტეი ლუვავუ (დრაფტი, 24), ფურქან ქორქმაზი (დრაფტი, 26), ჯერიდ ბეილესი (მილუოკი), სერხიო როდრიგესი (რეალი);
წავიდნენ: იშ სმიტი (დეტროიტი).

დასავლეთი
გოლდენ სტეიტი
მოვიდნენ: დემიენ ჯონსი (დრაფტი, 30), კევინ დურანტი (ოკლაჰომა), ზაზა ფაჩულია (დალასი).
წავიდნენ: ენდრიუ ბოგუტი (დალასი), ჰარისონ ბარნსი (დალასი).

სან ანტონიო
მოვიდნენ: დეჟუანტე მიურეი (დრაფტი, 29), პაუ გასოლი (ჩიკაგო).

ოკლაჰომა
მოვიდნენ: დომანტას საბონისი (დრაფტი, 11), ვიქტორ ოლადიპო (ორლანდო), ერსან ილიასოვა (ორლანდო);
წავიდნენ: კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი), სერჟ იბაკა (ორლანდო).

კლიპერსი
მოვიდნენ: ბრაის ჯონსონი (დრაფტი, 25);
წავიდნენ: ჯეფ გრინი (ორლანდო), კოულ ოლდრიჩი (მინესოტა).

პორტლენდი
მოვიდნენ: ევან ტერნერი (ბოსტონი).

დალასი
მოვიდნენ: ენდრიუ ბოგუტი (გოლდენ სტეიტი), ჰარისონ ბარნსი (გოლდენ სტეიტი), სეტ კარი (საკრამენტო);
წავიდნენ: ჩენდლერ პარსონსი (მემფისი), ზაზა ფაჩულია (გოლდენ სტეიტი).

მემფისი
მოვიდნენ: უეიდ ბოლდუინი (დრაფტი, 17), ჩენდლერ პარსონსი (დალასი), ჯეიმს ენისი (ნიუ ორლეანი), ტონი როტენი (ნიუ იორკი);
წავიდნენ: მეტ ბარნსი (საკრამენტო).

ჰიუსტონი
მოვიდნენ: რაიან ანდერსონი (ნიუ ორლეანი), ერიკ გორდონი (ნიუ ორლეანი);
წავიდნენ: დუაიტ ჰოვარდი (ატლანტა).

იუტა
მოვიდნენ: ჯორჯ ჰილი (ინდიანა), ჯო ჯონსონი (მაიამი);
წავიდნენ: ტრეი ბერკი (ვაშინგტონი), ტრევორ ბუკერი (ბრუკლინი).

საკრამენტო
მოვიდნენ: გეორგიოს პაპაიანისი (დრაფტი, 13), მალაკაი რიჩარდსონი (დრაფტი, 22), სკალ ლაბისიერი (დრაფტი, 28), არონ აფლალო (ნიუ იორკი), მეტ ბარნსი (მემფისი), ენტონი ტოლივერი (დეტროიტი);
წავიდნენ: რადონ რონდო (ჩიკაგო), მარკო ბელინელი (შარლოტი), სეტ კარი (დალასი).

დენვერი
მოვიდნენ: ჯამალ მიურეი (დრაფტი, 7), ხუან ერნანგომესი (დრაფტი, 15), მალიკ ბიზლი (დრაფტი, 19);
წავიდნენ: დი ჯეი ოგასტინი (ორლანდო).

ნიუ ორლეანი
მოვიდნენ: ბადი ჰილდი (დრაფტი, 6), სოლომონ ჰილი (ინდიანა), ეტიან მური (ჩიკაგო);
წავიდნენ: რაიან ანდერსონი (ჰიუსტონი), ერიკ გორდონი (ჰიუსტონი), ჯეიმს ენისი (მემფისი).

მინესოტა
მოვიდნენ: კრის დანი (დრაფტი, 5), კოულ ოლდრიჩი (კლიპერსი);

ფინიქსი
მოვიდნენ: დრაგან ბენდერი (დრაფტი, 4), მარკიზ კრისი (დრაფტი, 8), ჯარედ დადლი (ვაშინგტონი);
წავიდნენ: მირზა ტელეტოვიჩი (მილუოკი), ჯონ ლუერი (დეტროიტი).

ლეიკერსი
მოვიდნენ: ბრენდონ ინგრემი (დრაფტი, 2), ტიმოფეი მოზგოვი (კლივლენდი), ლუოლ დენგი(მაიამი).
წავიდნენ: როი ჰიბერტი (შარლოტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული