NBA-მ დიდი ადამიანი დაკარგა

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ თავის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი ადამიანი დაკარგა. 74 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა დიდების დარბაზის წევრი, "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" ლეგენდა ნეიტ ტერმონდი.

ის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შვიდგზის მონაწილე იყო, თუმცა კარიერაში ერთ-ერთი მთავარი მიღწევა შემდეგში მდგომარეობდა - ტერმონდი პირველი კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, ვინც ოთხმაგი დუბლის შესრულება შეძლო. მომდევნო წლებში ასეთი რამ მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გაიმეორა.

"ნეიტ ტერმონდი თავისი ეპოქის გიგანტი და ჩვენი თამაშის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი კალათბურთელი იყო, - განაცხადა NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმა. - მას დაუჯერებელი სათამაშო
თვისებები გააჩნდა, გარდა ამისა, ბრწყინვალე ადამიანი იყო, რომელიც სხვების დახმარებაზე არასოდეს ამბობდა უარს. ძალიან დამწუხრებულნი ვართ ამ დანაკარგით".

ტერმონდის სათამაშო ნომერი იყო - 42 და ეს ნომერი "გოლდენ სტეიტსა" და "კლივლენდს" ამოღებული აქვთ ხმარებიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული