NBA: ოთხქულიანი ხაზი - დიდი ფილის იდეა, როგორ გავამხიარულოთ კალათბურთი

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა ჟურნალისტებს გაანდო საკუთარი მოსაზრება - როგორ უნდა გახდეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია უკეთესი.

კერძოდ, NBA-ის 11-გზის ჩემპიონმა ილაპარაკა თანამედროვე კალათბურთში შორეული ტყორცნების მნიშვნელობაზე.

"სამქულიან ტყორცნებს უდიდესი გავლენა აქვს თამაშზე. მათი მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება. დღეს, თამაშის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არა მხოლოდ შორიდან ტყორცნა, არამედ მისგან თავის დაცვაა. თქვენი მოთამაშეები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ მეტოქის ამგვარი ტყორცნებისთვის".

გარდა ამისა, ჯექსონმა ისაუბრა იმ ხერხებზე, რომლის მეშვეობითაც NBA-ში კალათბურთის ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდება.

"რატომ არ შეიძლება ოთხქულიანი ხაზის
შემოღება, რომელიც ფარიდან 35 ფუტით (10.6 მეტრი) იქნება მოშორებული? არ მგონია, რომ მოთამაშეებს დიდი დრო დასჭირდეთ იმისთვის, რომ ახალი დისტანციიდან სროლებს მოერგონ.

ოთხქულიანი ხაზი გუნდებს დაეხმარებოდა დიდი ჩამორჩენის გაბათილებაში, ხოლო უფრო მაღალი დაცვის წყალობით, გაცილებით მხიარული კალათბურთის მოწმენი გავხდებოდით - უამრავი გადაცემით და ფარქვეშ შესვლით", - განაცხადა ჯექსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული