2017 წელს, "ყველა ვარსკვლავის მატჩი" შარლოტში არ გაიმართება. ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ "ოლ სტარის" ჩრდილოეთ კაროლინას ყველაზე დიდი ქალაქიდან სხვაგან გადატანა გადაწყვიტა და ამის მიზეზად ის კანონი დაასახელა, რომელიც ზღუდავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს.
"მარტიდან მოყოლებული, როცა შარლოტში კანონები მიიღეს, NBA და "შარლოტ ჰორნეტსი" მუშაობდნენ იმისთვის, რომ ყოფილიყო კონსტრუქციული დიალოგი და მოგვეხდინა პოზიტიური ცვლილებები, მაგრამ შეთანხმება არ შედგა", - წერია ლიგის განცხადებაში.
ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სენატორის ჯეფ ჯექსონის თქმით, შარლოტი ლიგის ამ გადაწყვეტილების გამო, დაახლოებით 100 მილიონ დოლარს დაკარგავს.
"ყველა ვარსკვლავის მატჩის"
ახალი ორგანიზატორი რამდენიმე კვირის შემდეგ გამოცხადდება, თუმცა იტყობინებიან, რომ დიდი ალბათობით, თამაში ნიუ ორლეანში გაიმართება, სადაც უკვე ჩატარდა "ოლ სტარი" 2008 და 2014 წლებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"