ტაირონ ლიუს ხუთწლიანი კონტრაქტი

AutoSharing Option
39 წლის ტაირონ ლიუ კიდევ ხუთი წელი იქნება "კლივლენდ კავალიერზის" მთავარი მწვრთნელი. ამ დროის განმავლობაში, სპეციალისტი 35 მილიონ დოლარს მიიღებს. ასეთია კონტრაქტის პირობები, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლიუ "კლივლენდის" მთავარი მწვრთნელის დევიდ ბლატის ასისტენტი იყო. ბლატი იანვარში დაითხოვეს პოსტიდან და ის ლიუმ შეცვალა, რომელიც ჯერ მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელი იყო, შემდეგ კი სრულფასოვანი მწვრთნელი გახდა, თუმცა ასისტენტის ხელფასს იღებდა და არ ჩქარობდა ახალი ხელშეკრულების გაფორმებას. მხოლოდ ამ თვეში გახ
და ცნობილი, რომ კლუბმა და მწვრთნელმა მოლაპარაკებები დაიწყეს და უკვე შეთანხმებასაც მიაღწიეს.

ტაირონ ლიუმ გასულ სეზონში ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოაპოვებინა "კლივლენდს" და რაც მთავარია, საერთო ენა გამონახა კლუბის მთავარ ვარსკვლავთან ლებრონ ჯეიმსთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული