იქამდე ორი კვირით ადრე, სანამ კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში" გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ფორვარდი დარწმუნებული იყო, რომ "ოკლაჰომა-სიტიში" გააგრძელებდა კარიერას. რასელ უესტბრუკთან და ნიკ კოლისონთან ვახშმობისას, დურანტი უმტკიცებდა თანაგუნდელებს, რომ რჩება გუნდში, აგრეთვე ახალი სახლის შეძენას აპირებს ოკლაჰომა-სიტიში.
"სამი კვირის წინ, ვახშამზე ის ეუბნებოდა უესტბრუკს: "ეი, ვრჩები, ნუ ნერვიულობ, ძმაო!" ყველას არწმუნებდა, რომ "ოკლაჰომაში" რჩებოდა. სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, სანამ ჰემპსტონში მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდებოდა, ის ოკლაჰომა-სიტიში იყო და მრავალმილიონიანი სახლის შეძენას აპირებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"