პირველ ტაიმში დომინირების ("ოკლაჰომამ" 15 ქულა მოიგო) შემდეგ, სტუმრებისთვის ცუდს არაფერი მოასწავებდა. მაგრამ მეორე ნახევარში გაგრძელდა მხიარული კალათბურთი, ოღონდ, ამჯერად, მადრიდელთა უპირატესობით. "ოკლაჰომა" მაინც ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ სერხიო ლიულმა ძირითადი დროის სირენასთან ერთად ჩააგდო სამქულიანი და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა - 126:126.
დამატებითი დრო "რეალმა" ოტელო ჰანტერის მონდომებით 5:0 გაქცევით დაიწყო და მადრიდელებმა სწორედ ხუთი ქულით მოიგო მატჩი.
მატჩის წინ, ერთმანეთს შეხვდნენ "ოკლაჰომასა" და "რეალის" ვარსკვლავები -
რეალი-ოკლაჰომა 142:137 (ო)
22:35, 28:30, 37:30, 39:31, 16:11
რ: კეროლი (24), ლიული (22), ჰანტერი (19).
ო: ოლადიპო (34), კანტერი (29+10 მოხსნა), უესტბრუკი (18), აბრინესი (12), ილიასოვა (11).
გუშინდელი ამბები
- გუშინდელი მატჩებიდან გამოსაყოფია "ჩიკაგოში" დუეინ უეიდის დებიუტი. ექს-მაიამელმა ორიდან ორი სამქულიანი ჩააგდო და ექვსი ქულა დააგროვა. უეიდს მხოლოდ 12 წუთი სათამაშო დრო ჰქონდა.
- "იუტას" მცველმა დანტე ეკზამმა, რომელმაც გასული სეზონი ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გამოტოვა, პირველი თამაში ჩაატარა "ჯაზმენთა" რიგებში. "პორტლენდთან" წინასასეზონო მატჩში მისი მონაგარი იყო - 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი.
- სტივენ კარიმ უმცროსმა ძმამ - სეტ კარიმ შედეგიანი თამაში აჩვენა "დალასის" შემადგენლობაში. "შარლოტის" წინააღმდეგ, 26 წლის მცველმა 13-დან შვიდი ტყორცნა (ექვსიდან ხუთი სამქულიანი) ჩააგდო და 20 ქულა დააგროვა.
- "ატლანტას" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი ახალ სეზონში სამქულიანების სროლას აპირებს. "მგონია, რომ ჩემს სამქულიანებს არავინ მიიჩნევდა სერიოზულად, მაშინაც კი, როცა ბურთს კალათში ვაგდებდი. ვაპირებ ზრდას და განვითარებას. მწვრთნელი ბუდენჰოლცერი ენდობა ჩემს სამქულიანებს", - განაცხადა ჰოვარდმა.
- "ოკლაჰომას" ცენტრმა სტივენ ადამსმა მარჯვენა კოჭი დაიზიანა "რეალთან" წინასასეზონო მატჩში. ზელანდიელმა ფეხი გადაიბრუნა, რის შემდეგაც მოედანი დატოვა და თამაში აღარ გაუგრძელებია.
"კლივლენდის" ახალი გამთამაშებელი
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპონმა "კლივლენდმა" კონტრაქტი გააფორმა გამთამაშებელ ტონი დაგლასთან. და ეს არ მოეწონა მცველ ჯეი არ სმიტს.როგორც ცნობილია, ამ ზაფხულს "კავალიერზმა" "მილუოკიში" გაუშვა გამთამაშებელი მეტიუ დელავედოვა. "კლივლენდმა" ახალი მცველის ძებნა დაიწყო, რადგან გუნდის კიდევ ერთმა პირველმა ნომერმა მო უილიამსმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
გუშინ გამოცხადდა, რომ გუნდის შემადგენლობას შეავსებს გამთამაშებელი ტონი დაგლასი. მასთან კონტრაქტის გასაფორმებლად, "კლივლენდს" მოუწია ცენტრ ერიკ მორლენდთან გამოთხოვება. შარშან, დაგლასი "ნიუ ორლეანში" თამაშობდა და საშუალოდ მატჩში 8.7 ქულასა და 2.6 შედეგიან პასს აგროვებდა.
ამ გარიგებას გამოეხმაურა შემტევი მცველი ჯეი არ სმიტი, რომელსაც ზაფხულში დაუმთავრდა კონტრაქტი "კავალიერზთან". კლუბმა რამდენჯერმე შესთავაზა ვეტერანს ახალი ხელშეკრულება, მაგრამ სმიტს პირობები არ მოეწონა.
დაგლასის გაფორმების შემდეგ, სმიტმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა შეტყობინება, რომელიც მხოლოდ სამი წერტილისგან შედგებოდა. ბევრმა ჟურნალისტმა ეს შეაფასა, როგორც "კავალიერზის" მენეჯმენტის მიმართ უკმაყოფილება.
სიმონსი სეზონს გამოტოვებს?
"ფილადელფია სიქსერზის" დებიუტანტმა ბენ სიმონსმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა, შესაძლოა, მთლიანად გამოტოვოს 2016-17 წლების სეზონი. ამის შესახებ სანდო წყაროზე დაყრდნობით დაწერა ჟურნალისტმა ბობ კუნიმ."ველაპარაკე ადამიანს NBA-დან, რომელსაც ძალიან ვენდობი და მან თქვა, რომ ბენ სიმონსს საკუთარი აგენტი არ მისცემს ახალ სეზონში მოედანზე გასვლის საშუალებას. ასეთ ტრავმასთან ხუმრობა არ შეიძლება", - მოჰყავს კუნის სიტყვები NBC Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ სიმონსი 2016 წლის დრაფტის პირველი ნომერია.
ჩიკაგო-მილუოკი 91:93
21:25, 21:30, 25:19, 24:19
ჩ: ბატლერი (13), მაკდერმოტი (13);
მ: მონრო (15), პარკერი (13), ანტენტოკუნმპო (12), დელავედოვა (11).
მემფისი-ორლანდო 102:97
20:23, 31:27, 26:21, 25:26
მ: ბოლდვინი (15), ჰარისონი (11);
ო: ფურნიე (18), ვუჩევიჩი (11).
დალასი-შარლოტი 95:88
23:26, 25:12, 26:23, 21:27
დ: სეტ კარი (20), ბარეა (11);
შ: კამინსკი (13), ჰიბერტი (10).
ტორონტო-დენვერი 106:108
27:31, 27:26, 29:25, 23:26
ტ: როსი (23), ვალანჩუნასი (20), დეროზანი (15);
დ: ნურკიჩი (15), გალიანი (14), იოკიჩი (12).
პორტლენდი-იუტა 98:89
30:28, 23:23, 27:17, 18:21
პ: ლილარდი (16), კრები (15);
ი: ჰეივორდი (17), ფეივორსი (14), გობერი (10).
ფინიქსი-სან ანტონიო 91:85
20:30, 20:21, 33:18, 18:16
ფ: ბუკერი (19), ჩენდლერი (10);
ს-ა: ლეონარდი (17), სიმონსი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"