პირველ ნოემბერს, კარიერის სადებიუტო მატჩში "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ, ლეიმანმა ყველა გააკვირვა, როცა რვა წუთში ერთბაშად 17 ქულა მიითვალა. ასე რომ, თუ 36 წუთზე გადავიყვანთ, გამოდის საშუალოდ მატჩში 39 ქულა. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო მაიკ ჯორდანსა და ტრევის გრანტს. საინტერესოა, რომ ამ ცხრილში მეორე ადგილზეა ამ სეზონის კიდევ ერთი დებიუტანტი ჯოელ ემბიდი.
* * *
"ვაშინგტონის" ფორვარდმა ოტო
* * *
ერთბაშად რამდენიმე მიღწევა ჰქონდა ჯეიმს ჰარდენს "სან ანტონიოსთან" მატჩში. "ჰიუსტონის" გამთამაშებელი პირველი მოთამაშეა, რომელმაც გრეგ პოპოვიჩის "სპურსის" წინააღმდეგ სამმაგი დუბლი შეასრულა 15 შედეგიანი პასით.
ჰარდენმა "ჰიუსტონის" რიგებში მეათე სამმაგი დუბლი შეასრულა. უფრო მეტი აქვს მხოლოდ ლეგენდარულ ჰაკიმ ოლაჟუონს (14).
* * *
"ჰიუსტონთან" გუშინდელი მარცხი ზედიზედ მესამე იყო "სან ანტონიოსთვის" საშინაო არენაზე. არადა, გასულ სეზონში "სპურსს" საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა. ამ მომენტისთვის, "სან ანტონიოს" ხუთი მოგება და სამი წაგება აქვს და მეხუთე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში.
* * *
"გოლდენ სტეიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა "დალასის" წინააღმდეგ მატჩში ისევ დააგროვა 20 ქულაზე მეტი. "დურანტულამ" ასეთი მატჩების სერია 72-მდე აიყვანა. ასეთივე შედეგი ჰქონდა მაიკლ ჯორდანს. შემდეგი საფეხურია - 79 20-ქულიანი მატჩი. ეს სერია ოსკარ რობერტსონს ეკუთვნის. ხოლო რეკორდსმენია უილტ ჩემბერლენი - 126.
* * *
"ფილადელფიამ" გასული სეზონი წაგებათა კატასტროფული სერიით დაიწყო და პირველ გამარჯვებას სეზონის შუა ნაწილში მიაღწია.
გუშინ, "სიქსერზმა" ისევ წააგო - "ინდიანასთან" ოვერტაიმში. ეს იყო ზედიზედ 44- წაგება, თუ ავიღებთ იმ მატჩებს, რომლებიც გუნდმა ოქტომბერსა და ნოემბერში ითამაშა. "ფილადელფიას" ბოლო მოგება 2013 წლის 22 ნოემბერით თარიღდება.
* * *
"ტორონტოს" მცველმა დემარ დეროზანმა "ოკლაჰომას" წინააღმდეგ 37 ქულა დააგროვა. შედეგად, დეროზანი გახდა მესამე მოთამაშე ბოლო 35 წელიწადში, რომელმაც სეზონის სასტარტო შვიდი მატჩიდან ექვსში 30-ზე მეტი ქულა დააგროვა.
* * *
"ბოსტონმა" "ვაშინგტონთან" პირველ მეოთხედში მხოლოდ რვა ქულა დააგროვა. ბოლო 40 წლის განმავლობაში უფრო უარესი პირველი მეოთხედი 1974 წელს, "მილუოკის" ჰქონდა - 7 ქულა 12 წუთში.
ნიუ იორკი-ბრუკლინი 110:96
19:29, 31:26, 22:16, 38:25
ნ-ი: ენტონი (22+7 მოხსნა), პორზინგისი (21+8 მოხსნა), როუზი (14), ერნანგომესი (14), ლი (13), ჯენინგსი (3+11 პასი).
ბ: ლოპესი (21), ჰემილტონი (21).
ვაშინგტონი-ბოსტონი 118:93
34:8, 24:35, 31:26, 29:24
ვ: პორტერი (34+14 მოხსნა), უოლი (19+7 პასი), ბერკი (18), ტორნტონი (16), გორტატი (13+9 მოხსნა).
ბ: ტომასი (23+10 პასი), ბრედლი (21), სმარტი (20), ჯონსონი (11).
შარლოტი-იუტა 104:98
24:32, 27:26, 25:20, 28:20
შ: უოკერი (21+6 პასი), უილიამსი (19+8 მოხსნა), ბელინელი (13), კამინსკი (13), ზელერი (12), ჰოიესი (11).
ი: ჰეივორდი (29+7 მოხსნა), ჰუდი (20), ფეივორსი (16+10 მოხსნა), ლაილსი (10), გობერი (7+11 მოხსნა).
ორლანდო-მინესოტა 107:123
17:39, 30:35, 30:23, 30:26
ო: ვუჩევიჩი (24+14 მოხსნა+6 პასი), პეიტონი (18+7 პასი), ფურნიე (13), იბაკა (11), ჰეზონია (11), ოგასტინი (10).
მ: ლავინი (37), უიგინსი (29+6 პასი), თაუნსი (20+11 მოხსნა), მუჰამადი (13), ჯენგი (12+11 მოხსნა+7 პასი), ოგასტინი (10).
ინდიანა-ფილადელფია 122:115 (ო)
31:26, 23:34, 30:24, 25:25, 13:6
ი: ტიგი (30+9 პასი), ჯორჯი (28+8 მოხსნა), ჯეფერსონი (18), ტერნერი (15+9 მოხსნა), მაიოზი (12).
ფ: კოვინგტონი (23), ტომპსონი (19), ჰენდერსონი (17), ოკაფორი (15), შარიჩი (14+12 მოხსნა).
ატლანტა-ჩიკაგო 115:107
35:27, 33:34, 26:27, 21:19
ა: სეფოლოშა (20), ჰოვარდი(18+10 მოხსნა), მილსეპი (16+11 მოხსნა+6 პასი), შრიოდერი (13+7 მოხსნა), კორვერი (11), ჰარდუეი (11), მუსკალა (11), დილეინი (10).
ჩ: ბატლერი (39+7 პასი+6 ჩაჭრა), უოლი (25+5 ჩაჭრა), გიბსონი (13).
ოკლაჰომა-ტორონტო 102:112
27:20, 28:42, 20:26, 27:24
ო: უესტბრუკი (36+7 მოხსნა+7 პასი), ოლადიპო (18+8 მოხსნა), ადამსი (14+12 მოხსნა).
ტ: დეროზანი (37+6 პასი), ლოური (19+9 მოხსნა+13 პასი), პატერსონი (13), კეროლი (10), ნოგეირა (10+7 მოხსნა).
ფინიქსი-დეტროიტი 107:100
19:28, 35:23, 27:25, 26:24
ფ: ბლედსოუ (21+11 მოხსნა+8 პასი), დადლი (19), უორენი (18), ლენი (16+14 მოხსნა), ნაითი (14), ბუკერი (11).
დ: კოლდუელ-პოუპი (27), დრამონდი (18+14 მოხსნა), მორისი (16), ლოუერი (11+9 მოხსნა).
სან ანტონიო-ჰიუსტონი 99:101
24:33, 36:30, 20:22, 19:16
ს-ა: ლენარდი (34+7 მოხსნა), ოლდრიჯი (14), ლი (10), მილზი (8+10 პასი).
ჰ: ჰარდენი (24+12 მოხსნა+15 პასი), ანდერსონი (20+8 მოხსნა), გორდონი (15), კაპელა (12), დეკერი (10+7 მოხსნა).
კლიპერსი-პორტლენდი 111:80
36:16, 25:16, 32:18, 18:30
კ: გრიფინი (22+13 მოხსნა), პოლი (19+7 პასი), ჯორდანი (16+9 მოხსნა), სპეიტსი (12+8 მოხსნა), რედიკი (10).
პ: ნაპიერი (11), ტერნერი (10), ვონლე (5+11 მოხსნა).
გ. სტეიტი-დალასი 116:95
34:15, 33:21, 17:32, 32:27
გ-ს: დურანტი (28+10 მოხსნა), კარი (24+6 პასი), ტომპსონი (20), გრინი (16+8 მოხსნა).
დ: ბარნსი (25+8 მოხსნა), ანდერსონი (16+8 მოხსნა+7 პასი), პაუელი (14+9 მოხსნა), სეტ კარი (10+10 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"