NBA-ს არბიტრი მატჩის მსვლელობისას დაშავდა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" და "მემფის გრიზლის" შორის შეხვედრის არბიტრმა ტომი ნუნიესმა ფეხის ტრავმა მიიღო. პირველ მეოთხედში "მემფისის" მოთამაშე ტონი ალენმა ნუნიესი წააქცია, არბიტრი მოედანზე დაეცა და ადგომა მხოლოდ "სან ანტონიოს" მწვრთნელების დახმარებით მოახერხა.

ინციდენტი შეხვედრის მერვე წუთზე მოხდა. მას შემდეგ, რაც არბიტრს წამოდგომაში დაეხმარნენ, მან შეხვედრის პირველი მეოთხედის ჩამთავრება შეძლო. მეორე მეოთხედში კი მუშაობის გაგრძელება ნუნიესმა ვერ მოახერხა. რამდენად სერიოზულია არბიტრის ტრავმა, არ არის დაზუსტებული.




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული