NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასვლაზე მარტო "სან ანტონიო" არ აგებს

AutoSharing Option
"ნიუ იორკის" ლატვიელმა ცენტრმა კრისტაპს პორზინგისმა "დეტროიტის" წინააღმდეგ მატჩში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. 21 წლის კალათბურთელმა 35 ქულა მიითვალა.

ბალტიისპირელმა თამაშიდან 22-ჯერ ისროლა და 13 ბურთი ჩააგდო, აქედან, შვიდიდან სამი სამქულიანი მოათავსა კალათში. ასევე მის ანგარიშზე იყო შვიდიდან ექვსი ზუსტი საჯარიმო.

აღვნიშნავთ, რომ პორზინგისი 22 წლამდე მოთამაშეების შორის, "ნიქსის" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ნიუიორკულ გუნდში 1947 წლის შემდეგ,.

* * *
"კლივლენდის" საწვრთნელმა შტაბმა დასვენების საშუალება მისცა ლებრონ ჯეიმსს. ეს არის სეზონში პირველი გამოტოვებული მატჩი "კავალიერზის" ლიდერისთვის.

აღვნიშნავთ, რომ "დიდი
ტრიოს" დანარჩენი ორი მონაწილე - კევინ ლავი და კაირი ირვინგი მოედანზე იყვნენ, მაგრამ საკუთარ გუნდს გამარჯვება ვერ მოუტანეს.

ეს იყო მე -14 მატჩი, როცა მოედანზე იმყოფებოდნენ ირვინგი და ლავი, მაგრამ არ იყო ჯეიმსი. და ამ 14-დან, "კლივლენდმა" ათი წააგო.

* * *
"მემფისთან" მატჩს "კლიპერსი" 10 მოგებითა და ერთი წაგებით შეხვდა, რაც კარიერაში საუკეთესო სტარტის გამეორებაა კალიფორნიელთა მთავარი მწვრთნელისთვის დოკ რივერსისთვის.

მაგრამ "კლიპერსმა" ვერ შეძლო "მემფისის" დამარცხება და შესაბამისად, რივერსმა რეკორდის დამყარება. აღვნიშნავთ, რომ 10-1 სტარტი რივერსს 2007-08 წლების სეზონში, "ბოსტონის" მთავარი მწვრთნელის რანგში ჰქონდა და ის სეზონი "ბოსტონის" ჩემპიონობით დასრულდა.

* * *
"ფინიქსის" გამთამაშებელმა ბრენდონ ნაითმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო "დენვერთან" მატჩი და 32 ქულა დააგროვა. ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი ამ სეზონში იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც რეზერვისტის სტატუსით სარგებლობენ.

* * *
"ტორონტოს" მცველმა დემარ დეროზანმა "გოლდენ სტეიტთან" მატჩში 34 ქულა დააგროვა და სეზონში ათამდე აიყვანა ისეთი თამაშების რაოდენობა, რომლებშიც მინიმუმ 30 ქულას იღებდა.

ასე რომ, დეროზანი გახდა პირველი მოთამაშე მაიკლ ჯორდანის (1987-88) შემდეგ, ვინც სეზონის პირველ 11 მატჩში ცხრაჯერ დააგროვა მინიმუმ 30 ქულა.

* * *
"სან ანტონიომ" "სტუმრად დაამარცხა "საკრამენტო" და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა გასვლაზე. "სპურსი" ერთადერთია მიმდინარე რეგულარულში, რომელსაც სტუმრად თამაში არ წაუგია, ამასთან, გრეგ პოპოვიჩის გუნდს შინ უკვე სამი წაგება დაუგროვდა.

ფილადელფია-ვაშინგტონი 109:102
29:15, 30:33, 29:28, 21:26
ფ: ოკაფორი (19), ილიასოვა (16), სტაუსკასი (15), ჰენდერსონი (14), შარიჩი (13+12 მოხსნა), ტომპსონი (11), როდრიგესი (7+12 პასი).
ვ: უოლი (27), მორისი (19), პორტერი (15+13 მოხსნა), გორტატი (10+14 მოხსნა), ტორნტონი (10).

ორლანდო-ნიუ ორლეანი 89:82
21:19, 31:21, 13:23, 24:19
ო: ფურნიე (16), იბაკა (16), ოგასტინი (11), რუდეჟი (11), ვუჩევიჩი (10+14 მოხსნა), გორდონი (10).
ნ-ო: ჯონსი (26), გელოუეი (15), მური (14), აშიქი (0+10 მოხსნა).

ინდიანა-კლივლენდი 103:93
30:19, 20:26, 30:23, 23:25
ი: ჯორჯი (21+11 მოხსნა), ტიგი (20+8 პასი), იანგი (16), ტერნერი (12+4 დაფარება), მაილზი (10).
კ: ლავი (27+16 მოხსნა), ირვინგი (24), ტომპსონი (2+12 მოხსნა).

ბოსტონი-დალასი 90:83
29:17, 10:14, 18:23, 33:29
ბ: ტომასი (30), ბრედლი (18+13 მოხსნა), ოლინიკი (10).
დ: ბარნსი (28), მეტიუზი (22).

ნიუ იორკი-დეტროიტი 105:102
29:27, 25:22, 27:25, 24:28
ნ-ი: პორზინგისი (35), ენტონი (22), როუზი (15), ნოა (7+15 მოხსნა).
დ: კოლდუელ-პოუპი (21), ჰარისი (19+10 მოხსნა), ლოუერი (17), დრამონდი (15), სმიტი (14+8 პასი).

ატლანტა-მილუოკი 107:100
21:26, 31:9, 32:35, 23:30
ა: მილსეპი (21), მუსკალა (16), ჰარდუეი (13), შრიოდერი (12+8 პასი), ბეიზმორი (12), კორვერი (11),.
მ: ანტენტოკუნმპო (26+15 მოხსნა), პარკერი (23), ტელეტოვიჩი (14), სნელი (11).

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 105:103
38:32, 27:31, 20:27, 20:13
ო: უესტბუკი (30+9 პასი), ოლადიპო (29+10 მოხსნა).
ჰ: ანდერსონი (14), ჰარდენი (13+13 პასი), გორდონი (13), კაპელა (13+14 მოხსნა), არიზა (11), ნენე (11), დეკერი (10).

ტორონტო-გ. სტეიტი 121:127
38:34, 15:32, 33:29, 35:32
ტ: დეროზანი (34), ლოური (24), ჯოზეფი (14), ვალანჩუნასი (12), სიაკამი (10), როსი (11).
გ-ს: კარი (35), დურანტი (30), ტომპსონი (15), გრინი (11), იგუოდალა (10).

დენვერი-ფინიქსი 120:104
28:17, 33:26, 28:33, 31:28
დ: ჩენდლერი (28+11 მოხსნა), ფარიდი (20+15 მოხსნა), გალინარი (18), ნელსონი (17), მუდიაო (15), იოკიჩი (10).
ფ: ნაითი (32), ბუკერი (24), ბარბოზა (12).

საკრამენტო-სან ანტონიო 105:110
22:27, 24:30, 25:27, 34:26
საკ: კაზინსი (26+17 მოხსნა), ბარნსი (15), მაკლემორი (14), გეი (11), კოული-სტაინი (11), კოლისონი (10).
ს-ა: პ. გასოლი (24), ოლდრიჯი (21), ლენარდი (20), პარკერი (14).

კლიპერსი-მემფისი 107:111
28:26, 18:35, 30:22, 31:28
კ: რედიკი (29), გრიფინი (25), ჯორდანი (8+14 მოხსნა).
მ: კონლი (30+8 პასი), მ. გასოლი (26), ენისი (10), გრინი (4+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული